4 წელი… თითქოს გუშინ იყო…

ჰო, 4 წელი გავიდა. 1461 დღე და კიდევ რამდნიმე საათი, მაგრამ ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. 1540 ჩანაწერი, ანუ პრაქტიკულად დღეში ერთი სტატია მაინც. იყო ამ წლების განმავლობაში ბევრი ფიქრი, ჭოჭმანი — საჭიროა, თუ არა ამ ბლოგის არსებობა. სჭირდება თუ არა ვინმეს ის. თურმე საჭირო ყოფილა, თურმე ხალხი კითხულობს, ბევრი არა, მაგრამ კითხულობს. და მათგან წამოსული ენერგეტიკა მაძლევდა ძალას მეწერა, მეთარგმნა, მეფიქრა…

და აი, 4 წლის თავზე მე ისევ ამ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს: საჭიროა კი ეს ბლოგი?

დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ბლოგო…

შენი დოქტორი დელფიუსი.

4th Anniversary
4th Anniversary

 


Comments

5 responses to “4 წელი… თითქოს გუშინ იყო…”

  1. მიდი ასე გააგრძელე.

    1. დელფი Avatar
      დელფი

      მადლობა! აუცილებლად!!!

  2. რათქმაუნდა საჭიროა ამ ბლოგის არსებობა ! ისედაც სიმცირეს განიცდის ტექნიკური ბლოგები ჯინეტში და ესეც რომ დაიხუროს ძალიან ცუდი იქნება !
    რაც შეეხება მომხმარებლის რაოდენობას, რეკლამა სჭირდება კარგი ბლოგს ! ასევე ხშირი სტატიები ! ძირითადი სტატიები apple ს ეხება და apple ის მომხმარებლები კი ბევრად ჩამორჩება საქართველოში windows ის მომხმარებლებს და მაგიტომაც ყავს შედარებით ნაკლები მკითხველი ! მეც არ მაქვს apple ის პროდუქტებთან შეხება მაგრამ მაინც კარგი ბლოგია იმიტომ რო ტექნიკური ბლოგია :D :)
    პ.ს წარმატებები და მეტი აქტიურობის შესაძლებლობას გისურვებ !

    1. დელფი Avatar
      დელფი

      დიდი მადლობა MONTY! როგორც შეამჩნევდი, ჩემს ბლოგში აღარ იწერება ეფლის შესახებ ინფორმაცია. ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ ახალი პორტალი ეფლისტებისათვის:
      http://www.gemug.ge თუ დაგაინტერესებს, შეგიძლია შეიჭყიტო :)
      ამ ბლოგში ინფორმაცია ჰაი-ტეკ სამყაროდან იქნება წარმოდგენილი. აი გუშინ ჩემი აზრით საინტერესო სტატიის პირველი ნაწილი დავდე, ახალი Windows 8-ის შესახებ, დღეს მის მეორე ნაწილს დავდებ. ნელ-ნელა ჩამოყალიბდება ამ ბლოგის თემატიკა. რათქმაუნდა დიდი გულსყურით მოვუსმენ მკითხველებს, თუ რა აინტერესებთ და რის შესახებ სურთ წაკითხვა!

      1. ვიცი ეგ ბლოგი და ძალიან კარგია !
        მომხმარებლის რაოდენობაზე რომ დაწერე მაგიტომ დავწერე სავარაუდო მიზეზი , ძირითადად help და ტუტორიალების ტიპის ბლოგებს ყავს მეტი მომხმარებელი და არც მიკვირდა ამ ბლოგს რომ ბევრი მომხმარებელი არ ყავს :)
        windows 8 ზე დაწერილი პოსტი მართლაც საინტერესოა !
        ალბათ ტუტორიალები და ჰელფ ტიპის პოსტები უფრო კარგი იქნება