PocketBook 912 Pro — განხილვა

ჩვენი დღევანდელი მიმოხილვის გმირი გახლავთ ელექტრონული წიგნი PocketBook Pro 912. ზომებით ის ცოტათი დიდია, ვიდრე iPad, ხოლო წონით — 17 გრამით ნაკლები. ჯიბეში რათქმაუნდა ვერ ჩაიდებთ, მაგრამ ჩანთაში დიდ ადგილს არ დაიკავებს. ამ მიმოხილვაში შევეცდები მაქსიმალურად დეტალურად ავღწერო ეს მოწყობილობა.

კომპლექტაცია
ელწიგნი დიდ, მუყაოს კოლოფშია მოთავსებული, რომელიც შავი ფერისაა და მწვანე ჩადგმები აქვს გვერდებზე. თუ გავხსნით ყუთს, დავინახავთ კიდევ ერთ კოლოფს უფრო სქელი მუყაოსაგან და თეთრი ფერის. კომპლექტში შედის: USB-კაბელი, საგარანტიო ტალონი და მოკლე სახელმძღვანელო. შალითა კომპლექტაციაში არ შედის.

დიზაინი, ზომები და ინტერფეისი
დიზაინის თვალსაზრისით გვაქვს შემდეგი: ზომები — 263 х 190,3 х 11 მმ, წონა — 584 გრამი. მაგალითისათვის, iPad 2 იწონის 601 გრამს, ხოლო iPad 1 — 680 გრამს.

მოწყობილობის წინა მხარე დამზადებულია მუქი-ნაცრისფერი პლასტიკატისაგან, გარშემო კანტი — მოვერცხლისფრო პლასტიკატია, აგრეთვე ამ მასალით არის დამზადებული უკანა მხარის ზედა ნაწილი. უკანა, მოხსნადი ნაწილი დამზადებულია მაგნიუმ-ალუმინის შენადნობისაგან, რომელიც ასევე ღია ნაცრისფერია. ეკრანის დაცვისათვის გამოიყენება გლუვი შუშა — ათინათებს ნამდვილად ვერ დაინახავთ ეკრანზე.
კორპუსის ზედა წიბოზე განთავსებულია მოწყობილობის ჩართვა/გამორთვის ღილაკი, სტილუსის ბუდე და Wi-Fi-ს ჩართვა/გამორთვის ბერკეტი. მარჯვენა წიპოზე — მაშტაბირების ღილაკი-ბერკეტი, ხმის რეგულირების ღილაკი-ბერკეტი. ქვემოდან — მოწყობილობის სისტემურად ჩამოყრის პაწია ნასვრეტი, სტანდარტული 3.5 მმ აუდიო, microUSB, microSD-ბარათის სლოტი და მწვანე შუქ-დიოდი. აქვეა განთავსებული ორი სტერეო-სპიკერი.
წინა მხარეზე განთავსებულია ღილაკები „შინ“ და „მენიუ/ბიბლიოთეკა“, ოდნავ ქვემოთ — გვერდებზე გადასვლის ღილაკები. კიდევ უფრო ქვემოთ მოთავსებულია ოთხპოზიციური ჯოისტიკი, რომელსაც ცენტრში აქვს ღილაკი „Ok“, გვერდით — ღილაკი „უკან“.

ეკრანი
ეკარნის ზომა გახლავთ 9.7 დიუმი დიაგონალზე. ფიზიკური ზომები — 202х139 მმ, ეკრანის გარჩევადობა — 1200х825 წერტილი, სიმკვრივე — 150 პიქსელი დიუმზე. ეკრანი დამზადებულია მესამე თაობის E Ink Vizplex ტექნოლოგიით.
ეკრანი სენსორული და ინდუქციური ტიპისაა (EMR – E-Writing, pen touch module). მის შიგნით მოთავსებულია კოჭა და მგრძნობიარე სადენების ბადე, რომლებიც რეაგირებენ სტილუსით მიკარებაზე. მართვა საკმაოდ ადვილია.
მოწყობილობაში არის აქსელერომეტრი. ასე რომ თქვენი მოწყობილობა გადაბრუნებაზე რეაგირებს.

აკუმულატორი
PocketBook Pro 912-ში ჩადგმულია ლითიუმ-პოლიმერული აკუმულატორი 1520 მა/სთ მოცულობით. მის ამოსაღებად საჭიროა უკანა ხუფის ახდა და იმ ქანჩის ამოხრახვნა, რომლითაც აკუმულატორი დამაგრებულია კორპუსში. მწარმოებელის განცხადებით აკუმულატორის სრული მუხტი საკმარისია 7000 გვერდის წასაკითხად, მე ამის შემწომების საშუალება არ მქონდა,ა მიტომაც სიტყვაზე ვენდობი მწარმოებელს.

კომუნიკაციები
ფაილების კომპიუტერიდან მოწყობილობაში გადასაგზავნად გამოიყენება microUSB პორტი. ამის გარდა, შესაძებელია უსადენო WI-Fi კავშირის გამოყენება, აგრეთვე Bluetooth-ისაც.

წარმადობა, მეხსიერება, მეხსიერების ბარათი
მოწყობილობაში გამოიყენება Samsung-ის პროცესორი, სიხშირით 533 მჰც. ოპერატიულ მეხსიერებას რაც შეეხება, მისი მოცულობაა 256 მბაიტი. მუდმივი მეხსიერება 2 გბაიტია (აქედან ჩვენთვის ხელმისაწვდომია 800 მბაიტი). შეგიძლიათ შეიძინოთ 32 გბაიტიანი microSD-ბარათი და ამდენით გაზარდოთ მეხსიერება. ამ შემთხვევაში თქვენ მოწყობილობაში დაახლოებით 30 000 წიგნი ჩაეტევა.

პლათფორმა
ისევე როგორც ადრე, წიგნი მუშაობს Linux-ის ბირთვზე.
სამომხმარებლო ინტერფეისის განფორმება საინტერესოა: ზემოთ გამოისახება ადრე წაკითხული 4 წიგნი, ქვემოთ — მთავარი მენიუს მალსახმობები (ბიბლიოთეკა, შენიშვნები, აპლიკაციები, ლექსიკონი, მუსიკა, ფოტო, ძებნა, პარამეტრები, რეგისტრაცია). მარჯვნივ განთავსებულია საათის, კალენდრის, ლექსიკონისა და კალკულატორის ვიჯეტები. პარამეტრებიდან შეგიძლიათ შეცვალოთ ეს გაფორმება და აირჩიოთ ან „Modern“, ან „PocketBook 912“. ორივე საკმაოდ სიმპათიურია.

წიგნების კითხვა
მოწყობილობა მხარს უჭერს ელ. წიგნების უამრვა ფორმატს: FB2, FB2.ZIP, TXT, TXT.ZIP, PDF, PDF (ADOBE DRM), DJVU, DJV, IW44, IW4, RTF, RTF.ZIP, HTML, PRC, MOBI, CHM, EPUB, EPUB (ADOBE DRM), DOC, DOCX, TCR.

აპლიკაციები
მოწყობილობაში წარმოდგენილია პროგრამების სტანდარტული ნაკრები:
ბრაუზერი
კალკულატორი
ჭადრაკი
საათი
სოლიტერი
RSS-ლენტი
გველი
სუდოკუ

ფოტოების სანახავად შეგიძლიათ გამოიყენთ შემდეგი ფორმატები: JPEG, BMP, PNG, TIFF. შესაძლებელია ფოტოს გადიდება, აგრეთვე სლაიდ-შოუს მოწყობა. ინტერნეტში შესასვლელად გამოიყენეთ ბრაუზერი, რომელიც მართალია სწრაფად მუშაობს, მაგრამ როგორც ყველა სხვა ელწიგნში, საშინ;ად ძნელია გვერდებს შორის გადაადგილება.

მუსიკა
ელ. წიგნი მხარს უჭერს მუსიკალური ფაილების დაკვრას MP3 ფორმატში. ხმა სუფთა და საკმაოდ ხარისხიანია.

დასკვნა
ელ. წიგნი PocketBook Pro 912 აშკარად განკუთვნილია წიგნების კითხვის დიდი მოყვარულისათვის: ფორმატების უზარმაზარი რაოდენობის მხარდაჭერა, ეკრანის დიდი ზომა, მოსახერხებელი მართვა — ყველაფერი ეს ფრიად კარგგადაა წარმოდგენილი მოწყობილობაში.
მე ფრიად ვურჩევ ამ მოწყობილობის შეძენას სტუდენტებს, რომლებსაც ბევრი PDF-ფაილი უფროვდებათ ათასგვარი ინფორმაციით და მათი ერთ მოწყობილობაში მოქცევა მართლაც რომ ძალიან მოსახერხებელია!