IBM-ის ლენტური დამგროვებელი 60 წლისაა

1952 წლის 21 მაისს დღის შუქი იხილა დამგროვებელმა IBM 726, რომელიც პირველი კომერციული მოწყობილობა გახლდათ მონაცემების მაგნიტურ ფირზე ჩაწერისა და წაკითხვისათვის.

IBM 600
IBM 600

IBM 726-ის ანონსი მოხდა IBM 701-ის — მასიურად წარმოებული კომპიუტერის გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში.

ეს კომპიუტერი ძირითადად მოიაზრებოდა როგორც „თავდაცვითი კალკულატორი“. IBM 726-ის ფირზე შვიდი ბილიკი იყო, აქედან ექვსზე მონაცემები ინახებოდა, ხოლო მეშვიდეზე — საკონტროლო მაჩვენებლები. ერთ ბობინაზე 400 მეტრი ფირი იყო, 1.25 სმ სიგანის. მონაცემთა გადაცემის თეორიული სიჩქარე — 12.5 ათასი სიმბოლო წამში; ჩაწერის სიმჭიდროვე — 40 ბიტი სანტიმეტრზე.

ლენტური დამგროვებლების ფართო გავრცელება დაკავშირებული იყო მსხვილგაბარიტულ ეგმ-ებთან (ელექტრონული-გამომთვლელი მანქანა, ასე ერქვა ადრე კომპიუტერს), კერძოდ IBM-ის მაინფრეიმებთან. 1964 წელს წარმოდგენილი IBM System/360-იდან დაწყებული, კომპანია IBM-ში მიღებული იყო 9-ბილიკიანი ფირის სტანდარტი ხაზური ჩაწერის პრინციპით. მოგვიანებით ეს სტანდარტი სხვა მწარმოებლების სისტემებშიც ფართოდ გამოიყენებოდა 1980-იან წლებამდე.

თანამედროვე ლენტური დამგროვებლები, როგორც წესი კომპიუტერს მაღალი წარმადობის SAS ინტერფეისით უკავშირდება და უზრუნველყოფს ინფორმაციის გადაცემას 3 ან 6 გბიტი/წმ სიჩქარით. შემუშავებულია ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა ლენტურ კარტრიჯზე ჩავწეროთ 35 ტბაიტი მონაცემები.