რეი ბრედბერი გარდაიცვალა

გუშინ, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა რეი ბრედბერი, ერთ-ერთი უდიდესი მწერალი-ფანტასტი. მას ნაყინი უყვარდა და ყოველდღიურად თუნდაც ერთი თავი, ან მოთხრობა უნდა დაეწერა. მას სამეცნიერო ფანტასტიკისა და უჩვეულო ზღაპრების ავტორად თვლიდნენ. სინამდვილეში ამ ფანტაზიებში უფრო მეტი რეალობაა, ვიდრე გამოგონილი.

მას არ ადარებენ პრუსტს, კაფკას, ან კამიუს. მისი სიუჟეტები მარტივია და კლასიკური, მხატვრული სამყარო მსუბუქი და სქემატური, მაგრამ გმირთა ქცევებსა და სურვილებში სიზიფეს შრომა და სიცოცხლეა ჩადებული.

Ray Bradbury
Ray Bradbury

ის იყო იმ დიად ფანტასტთა შორის, რომლებმაც შეძლეს თავის წიგნებში აღეწერად მრავალი წლით ადრე არა მარტო პლაზმური ეკრანები, MP3-დამკვრელები და სოციალური ქსელები, არამედ კაცობრიობის საშინელი ტრანსფორმაცია უსახური საქონლის მასად. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ გზის ნახევარში ვართ: ჩვენ აგვიკრძალეს ემოციების გამოხატვა, ხოლო ბრედბერისთან უკვე მიღებული იყო კანონები, რომლებიც ამ ემოციების შეგრძნებასაც კრძალავდნენ…

სამწუხაროდ ფანტასტებს ჩვენი მხოლოდ გაფრთხილება შეუძლიათ მომავალი უბედურების შესახებ, მაგრამ არ შეუძლიათ ამ უბედურების აღმოფხვრა. მათი საქმეა — გვითხრან, ჩვენი საქმე — გავიგონოთ, გავიგოთ და დასკვნები გამოვიტანოთ.


Comments

One response to “რეი ბრედბერი გარდაიცვალა”