გარდაიცვალა ბორის სტრუგატსკი

რაღაც ძალიან მომიმრავლდა ნეკროლოგები ბლოგზე, თან როგორი ადამიანების!.. მისი ნაწარმოებების ძირითადი ნაწილი შექმნილია ძმასთან, არკადი სტრუგატსკისთან თანაავტორობაში. ძმის გარდაცვალების შემდეგ, 1991 წლიდან ბორის სტრუგატსკი თავის ნაწარმოებებს აქვეყნებს ფსევდონიმით ს. ვიტიცკი.

მრავალი წლის შემოქმდებითი მოღვაწეობის განმავლობაში ძმებმა სტრუგატსკებმა შექმნეს რამდენიმე ათეული ნაწარმოები, რომელთაგან ფანტასტიკის მოყვარულთათვის განსაკუთრებით გამორჩეულია შემდეგი: „Стажёры“, „Понедельник начинается в субботу“, „Трудно быть богом“, „Обитаемый остров“, „Отель «У Погибшего Альпиниста»“, „Пикник на обочине“, „Сказка о Тройке“, „Улитка на склоне“, „Жук в муравейники“. მრავალი ნაწარმოების მიხედვით ფილმებიც არის გადაღებული. სიცოცხლის ბოლო წლებში ბორის სტრუგატსკი რედაქტორობდა ჟურნალს „Полдень. XXI век“.

Boris Strugatsky
Boris Strugatsky

ჩემთვის, როგორც სამეცნიერო და ფილოსოფიური ფანტასტიკის მოყვარულისათვის ნამდვილად დიდი დანაკლისია ამ დიდებული ადამიანის წასვლა ამ ქვეყნიდან…