Facebook-ის სტატუსების ჩადგმა სხვა ბლოგებში

facebook_logo_detailბოლო დროს ვატყობ, რომ ბლოგში ძირითადად პოდკასტის თემა ბობოქრობს და სხვა თემები ჩაიძირა. თქვენც შეამჩნიეთ, არა? :) ჰოდა მინდა გამოვასწორო ეს შეცდომა, გადავიდე უფრო პროდუქტიულ ხაზზე და დღეს ერთ საინტერესო თემას შევეხო. თემას, რომელსაც ჰქვია Facebook-ის სტატუსის ჩადგმა, იგივე „ემბედინგი“ ნებისმიერ სხვა ბლოგში. ჩვენ ჩადგმის მექანიზმს განვიხილავთ WordPress-ის მაგალითზე.

სტატუსის სხვა რესურსში ჩადგმის ფუნქცია Facebook-მა ამ წლის ივლისში წარმოადგინა. თუმცა გამოშვების მომენტში ეს ფუქნცია სპეციალურად მხოლოდ რამდენიმე უმსხვილესი მედია-რესურსისთვის იყო შექმნილი: Bleacher ReportCNNHuffington PostMashable და PEOPLE.

მაგრამ უკვე აგვისტოდან ამ ფუქნციის გამოყენება ნებისმერი პირწიგნაკელისათვის გახდა ხელმისაწვდომი. გთავაზობთ მცირე სახელმძღვანელოს, თუ როგორ უნდა გააკეთოთ Facebook-ის სტატუსის გაზიარება თქვენს ბლოგში.

იმისათვის, რომ მოხდეს სტატუსის გაზიარება ბლოგში, ჯერ დარწმუნდით, რომ ეს ფუქნცია თქვენ უკვე ჩაგერთოთ, ან ჩაერთო იმ ადამიანს, ვისი სტატუსის ჩადგმაც გადაგიწყვეტიათ. დიახ, მარტო საკუთარი კი, არა, სხვისი სტატუსის წაღებაც შეიძლება საკუთარ ბლოგში. ამისათვის თქვენს ნებისმიერ სტატუსში, ზედა მარჯვენა კუთხეში უნდა დააჭიროთ ჩამოსაშლელ მენიუს და ნახოთ, არის თუ არა პუნქტი „Embed Post“. თუ არის, მაშინ განვაგრძოთ.

ჩამოშლილ მენიუში აჭერთ „Embed Post“.

facebook-embed-post-01

ეკრანზე გამოდის მოტივტივე სარკმელი, სადაც მოცემულია ის კოდი, რომელიც უნდა გადაიტანოთ ბლოგში:

facebook-embed-post-02

დააკოპირეთ ეს კოდი, რომელიც სურათზე ცისფერად არის მონიშნული. ახლა გადადით თქვენს ბლოგში, შექმენით ახალი სტატია, დაარქვით თქვენი სურვილისამებრ, მიანიჭეთ ტეგები და კატეგორიები და ტექსტის შეტანის ველში გადაერთეთ Visual-იდან Text-რეჟიმზე:

სულ ესაა, პრინციპში. ძალიან ადვილად და მარტივად თქვენ Facebook-იდან გადმოიტანეთ თქვენი, ან სხვა ადამიანის სტატუსი თქვენს ბლოგში.

გისურვებთ წამრატებებს!