ჩემს, ჩემი ბლოგისა და სხვა საკითხების გარშემო

მოგესალმებით, მეგობრებო!

დიდი, ძალიან დიდი ხანია არ დამიწერია ჩემს ბლოგში არაფერი. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ აუდიო-პოდკასტების ჩანაწერებს ვდებდი ხოლმე ორშაბათობით. ბოლო რამდენიმე კვირაა ესეც არ გამიკეთებია, თუ არ ჩავთვლით Tbilisi StartUp Weekend-ისადმი მიძღვნილ ორ ჩანაწერს.

საბოლოო ჯამში, ისევ რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, რომ ადამიანმა ხელში კვლავ აიღო კალამი კი არადა კლავიატურა და წერა განაახლო.

დავიწყოთ იმით, რომ წლევანდელი წელი დიდად სახარბიელო არ გამოდგა ჩემთვის. ჯერ ერთი, რომ მეუღლეს დავშორდი. 3.5 წელი ერთად ცხოვრების შემდეგ. მძიმეგადასატანი და აღსაქმელი გამოდგა ეს ჩემთვის. თუმცა თქვენი ნებართვით, დეტალებისგან თავს შევიკავებ.

მერე მოხდა ის, რასაც ყველა მეტ-ნაკლებად ველოდით, მაგრამ ბოლომდე არ გვჯეროდა მაინც. მე და კიდევ რამოდენიმე ადამიანი წამოვედით GO! Electronics-იდან. ასე გადაწყვიტა კომპანიამ და ჩვენს ვფიქრობ ამოვწურეთ ჩვენი შესაძლებლობები ამ კომპანიაში. თუმცა გულზე ხელის დადებით შემიძლია ვთქვა, რომ ის 2 წელი, რაც ამ კომპანიაში გავატარე, ყოველთვის სასიამოვნოდ დაჩება ჩემთვის. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და როგორც ყოველთვის, ჩემი ცხოვრების მდინარეში ახალ კვალს გავყევი.

უმუშევარი დიდხანს არ დავრჩენილვარ, აგერ უკვე 1 თვეა ვმუშაობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფრიად საინტერესო და საპასუხისმგებლო სამსახურში. და მე ეს მომწონს! მომწონს იმიტომ, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების გარდა, შეხება მაქვს ჩემს ძირითად და პროფესიულ საქმიანობასთან, ფინანსებთან.

პარალელურად, ვმუშაობ გაზეთ ნავიგატორში და ყოველ ნომერში 1 გვერდი სრულიად ჩემია. ჰო მართლა, სამშაბათისთვის უნდა მოვასწრო მორიგი დიდი სტატია :)

ფულის საკითხშიც კარგად ვარ. ანუ იგულისხმება, რომ არავის ვალი მე არ მაქვს და არავის კიდევ ჩემი. რაც ფრიად მახარებს. ხელფასი რაც მაქვს, მყოფნის. მრჩება კიდეც :)

მაქვს რამდენიმე იდეა, რომელის განხორციელებასაც ვაპირებ უახლეს დროში. რათქმაუნდა ეს ეხება კვალვ საინფორმაციო საშუალებებს, რომლებაც ძალიან გამიტაცა.

მოკლედ, ვცოვრობ წყანარდ, მშვიდად. ვერთობი ისე, როგორც მე მინდა. ფულს ვხარჯავ იმაში, რაც მე მინდა. ანუ კარგად.

აი, ბედნიერება, რასაც ქვია, სად არის, არ ვიცი ჯერ…


Comments

2 responses to “ჩემს, ჩემი ბლოგისა და სხვა საკითხების გარშემო”

  1. Khatuna Narsia Avatar
    Khatuna Narsia

    ძალიანაც კარგი ,მეტი დრო გექნებათ ჩვენთვის მკითხველებისთვის და საინფორმაციო სიახლეებით დაგვხუნძლავთ :D დელფიუს თავისუფლება არის ბედნიერება, არჩევანი და საინტერესო მომენტები ცხოვრებაში, დახუნძლეთ საინტერესო რაღაცეებით ცხოვრება: ))) წარმატებები!

    1. დიდი მადლობა თბილი სიტყვებისა და სურვილებისთვის! შევეცდები მოგაწოდოთ საინტერსო ინფორმაცია, თუმცა როგორც ხდავთ, ამ პასუხის დასაწერადაც კი 24 საათზე მეტი დამჭირდა :(