iTunes Gift Card – ახალი საიტი

საქართველოში მცხოვრები ეფლის ტექნიკის მოყვარულები დიდად არ ვართ განებივრებული ეფლის მხრიდან ყურადღებით. წლების განმავლობაში არ გვქონდა ქართული App Store და შესაბამისად, არ შეგვეძლო ქართული საბანკო ბარათებით სერვისების საფასურის გადახდა. გამოსავალი იყო გარკვეული ნომინალის ე.წ. Gift Card-ების შეძენა, სპეციალური კოდის შეყვანა საჭირო ადგილას და, voila! აღნშნული თანხა მყისიერად ჯდებოდა ანგარიშზე. შემდეგ რაიმეს შეძენა უკვე აღარ იყო პრობლემა.

მართალია, წელიწადზე მეტია, რაც როგორც იქნა გვეღირსა ქართული App Store და ბევრი გადავიდა კიდევაც ქართულ ვერსიაზე, მაგრამ მე Family Sharing მაქვს ჩართული, დისკურ სირვცეს ვყიდულობ თვეში $2.99-ად და შესაბამისად ქართულ ვერსიაზე გადასვლა არ მაწყობს. ამიტომ ისევ ვრჩები ამერიკულ ანგარიშზე.

Gift Card-ების შეძენის ორი გზა არსებობდა ამ ბოლო დრომდე, TBC Pay და Unipay. ბოლო დროს თიბისის სერვისზე მუდმივად არის გარკვეული პრობლემები, ხან კოდი არ მოდის, მერე უნდა მხარდაჭერას დაუკავშირდე და ეხვეწო კოდი გამოგზავნონ და მოკლედ, საწვალებელია. უნიპეიზე შედაერებით ძვირია და აღარც ვიყენებ ამ სერვისს.

მაგრამ ამასწინათ გუგლში ქევისას შემთხვევით წავაწყდი ახალ სერვისს. შესაძლოა ახალი არცაა და მე ახლა ვნახე. ჰოდა მინდა გაგზიზიაროთ:

giftcards.ge

თავიდან ცოტა დავეჭვდი, ფიშინგური საიტების მეტი რა არის ქსელში. მაგრამ ბოლოს მაინც წამძლია ცნობისმოყვარეობამ და გადავწყვიტე, თუ რამეა, 5 დოლარი შემეწირა ამ საიტის შემოწმებაზე, ჰეჰე.

დავდე ბარათზე 5 დოლარი და დავწყე ბარათის შეძენა. ძალიან კარგი ის არის, რომ გადახდის მექანზმებში ასევე არის Apple Pay! რაც ერთიორად ამაღელბს ტრანზაქციის უსაფრთხოებას. მეც სწორედ მისი საშუალებით ვიყიდე 5 დოლარიანი ბარათი და, ჰოი საოცრებავ! რამდენიმე წამში სანუკვარი კოდი მოვიდა ელფოსტის მისამართზე!

შევიყვანე და გააქტიურდა. მოკლედ, მე ამიერიდან ამ სერვისისთ ვისარგებლებ და თქვენს გირჩევთ! სულ ეს იყო ამ ეტაპზე, აბა დროებით!

Tags:

WordPress Default is proudly powered by WordPress

Entries (RSS) and Comments (RSS).