გამარჯობა მკითხველო.
დღეს თითქოს სასიამოვნო დღე უნდა ყოფილიყო ჩემთვის. ბლოგს იუბილე აქვს — 3 წლის გახდა და ეს უნდა ყოფილიყო პოსტი N 1500. მაგრამ…
მაგრამ ვერ ვარ მხიარულ ხასიათზე. მთელი რიგი პრობლემების გამო არათუ წინა სამი პოსტი ამასც რომ ვწერ, მიკვირს ძალიან. ახლა ვერ დავწერ, შესაძლოა მოგვიანებით, როდესაც რაღაც-რაღაცეები გაირკვევა. მანამდე…
მანამდე, მადლობას მოგახსენებთ ყველას, ვინც ამ სამი წლის განმავლობაში ყოველდღიურად კითხულობდით ჩემს ბლოგს, აქვეყნებდით კომენტარებს, მაძლევდით ძალას მეწერა ყოველდღე აქ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ეფლის სამყაროდან. მადლობა მინდა გითხრათ ყველას ყველაფრისათვის!

გილოცავ!!! პირველად ერთი წლის წინ შემოვედი ამ ბლოგზე სულ შემთხვევით მაშინ არც აიფონი მქონდა და ბევრი არაფერი ვიცოდი ეიფლის შესახებ. ზემოთ სახელს რო შევხედე დელფიუსის ლაბორატორიაო მეთქი რა დელფიუსი რა ლაბორატორია და ეგრევე გამოვედი მაშინ რას ვიფიქრებდი რო სულ ცოტა ხანში ამ ბლოგზე დღეში რამდენჯერმე შემოვიდოდი იმის გამო რომ დოქტორ დელფიუსის ახალი წერილები წამეკითხა. კიდევ ერთხელ გილოცავ და ყველაფერ კარგს ვუსურვებ შენ და შენ ბლოგსაც :) :)
მადლობა temotemuka!
ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ცხოვრების რთულ პერიოდში გამამხნევებელი სიტყვების მოსმენა!
გილოცავ, კარდი თარიღია, წარმატებები.
დიდი მადლობა!
არ მინდა გამოვაკლდე ყოველდღიურ მკითხველებს. მართლა პოსტს არ ვტოვებ, ერთი მომენტია რომ RSS – ებიდან ვკითხულობ და ყოველთვის კომენტარს არ ვტოვებ.
მომიტევეთ, თუმცა ყოველთვის გახსოვდეთ რომ +1 გყავართ ;)
უღრმესი მადლობა mike!
ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
გილოცავ.. მეც აქტიური მკიტხველი ვარ ამ ბლოგის… ბევრი საიტერესო და ახალი შევიტყვე ამ ბლოგიდან…
წარმატებები..
დიდი მადლობა გიორგი!
ნამდვილად კარგი და საჭირო საქმიანობაა ეს რასაც შენ აკეთებ დიმა…
მომწონს, აქტიური მკითხველიც ვარ და ყოჩაღ შენ რომ, ამდენ რამეს ასწრებ.
გაიხარე ზურა!
დიდი მადლობა!
რა მაგარია შენ განახლებულ ბლოგზე პირველი პოსტი ჩემიაა :) :) (ისე სმაილებიც რო ჩაგესვა რა კაი იქნებოდა) :)
მადლობა მოლოცვისათვის!
სიცილაკებს რაც შეეხება, ის რაც მოყვება WordPress, არ მომწონს და კარგს როგორც კი ვნახავ, დავამატებ :)