AAPL-ის ახალი რეკორდი, ანუ All-Time HI STOCK

დღეს, 25 მარტს, კომპანია Apple-ის აქციების კურსმა მორიგ სარეკორდო ნიშნულს გადააბიჯა: კომპანიის არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში კურსმა მიაღწია 229.37 დოლარს, რაც ნიშნავს კომპანიის საბაზრო ღირებულების სამ კვირაში 9 მილიარდით ზრდას.

AAPL All Time Hi Stock
AAPL All Time Hi Stock

ასეთი მიღწევამ უზრუნველყო Apple-ი საპატიო მეოთხე ადგილით ამერიკულ კომპანიებს შორის — მასზე მეტი საბაზრო კაპიტალიზაცია აქვთ მხოლოდ Exxon-ს, Microsoft-ს და სუპერმარკეტების ქსელს Wall-Mart-ს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ კუპერტინო უახლოეს მომავალში შეძლებს მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანიის გადასწრებას (სხვაობა 100 მილიარდი დოლარია), მაგრამ Wal-Mart-ის გასწრება სრულიად შესაძლებელია — მესამე პოზიციას ეფლს აშორებს სულ რაღაც 5.5 მილიარდი დოლარი.

მარტის ბოლოს მიღებული შედეგებით Apple-ის კაპიტალიზაცია უტოლდება კომპანიების Nokia, RIM, Sony, Motorola, Palm, Dell და Adobe ჯამურ საბაზრო ღირებულებას.

8 thoughts on “AAPL-ის ახალი რეკორდი, ანუ All-Time HI STOCK”

  1. და ერთ თემაში დამიწერე “ღორი რატოა” ჯობსიო……

    როგორც ეკონომისტი ვაფასებ მის მიღწევება
    მაგარი ხარ სტივ :D

      • არა ვერ მიმიხვდი ეგ ხუმრობით დავწერე….
        ჩემს აღფრთოვანებას იწვევს ეიფლის მარკეტინგული გათვლები, 10-იანში მოარტყა რა

        • ჰო, ნახე ახლა. მიუხედავად იმისა, რომ სტივი ყველას უღმერთოთ გვწველის, მაინც ფანების უზარმაზარი არმია ყავს.
          ვერ ვხვდები რატომ.
          მე თვითონაც ერთ-ერთი ყველაზე "მებრძოლი" ფანი ვარ ეფლის და უშუალოდ სტივის, თუმცა იმასაც გადასარევად ვხედავ, რომ მფრცქვნის მაგრად. მაგრამ მაინც ფანი ვარ.
          აი ვერ ვხსნი ამ ფენომენს :)))

          • მე შევეცადე და ავხსენი აიფლი ამბობს რეკლამაში რომ განსაკუთრებული პროდუქტი აქვთ, მიუხედავად იმ უსიამოვნებისა რასაც ზედმეტი ფულის გადახდა ქვია, იღებ მართლაც განსაკუთრებულ პროდუქტს… იმედგაცრუების მომენტი არ არსებობს,
            საბოლოო დასკვნით მომხმარებელი კმაყოფილია, და არ ანაღვლებთ გადახდილი ფული…

          • ჰო, აქ მახსენდება ინგლისური ანდაზა:
            ჩვენ არ ვართ ისეთი მდიდრები, რომ იაფფასიანი ნივთები ვიყიდოთ. :)

          • მაგრამ ეს ფენომენი მაინც ამოუხსნელი რჩება. განა სხვა ფირმები თავინთ რეკლამაშ საკუთარ პროდუქტზე ამბობენ რომ ბანძია? არა ხომ?
            აბა რატომ არ მინდა მაგალითად მე HP-ის ნოუთბუკი? რაც არ უნდა გააკეთოს მაინც არ ვიყიდი არასდროს. აი გუშინ Acer-ის ახალი ნოუტების ანონსი ვნახე და საკმაოდ დახვეწილი დიზაინი აქვს, ნუ PC-ისთვის, რასაკვირველია.

  2. ადამიანის არჩევანზე მოქმედი ფაქტორები კარგად აქვთ შესწავლილი ფერიდან დაწყებული დიზაინით დამთავრებული მისაღებია მომხმარებლისთვის,
    მე მაგალითად არ მომწონს PC-ს 1000-ჯერ გადატეხილი დიზაინი
    ეიფლს ეგ კარგად აქვს მოგვარებული…

Comments are closed.