რამდენიმე ხნის წინ დასრულდა კონფერენცია Adobe MAX-ი, სადაც Adobe-ი აქტიურად ანონსირებდა თავისი საპროდუქტე ხაზის სიახლეებს, მათ შორის Flash-ს. მოდით ვისაუბროთ Flash-ზე აიფონის ჭრილში.
Adobe Flash-ი, როგორც ცნობილია აიფონის და არა მარტო აიფონის მომხმარებლებისათვის, არ არის წარმოდგენილი აიფონზე და სავარაუდოდ კიდევ დიდხანს არ იქნება წარმოდგენილი (თუ ოდესმე იქნება საერთოდ პორტირებული აიფონისათვის). პირველ რიგში იმიტომ, რომ ფლეში (ისევე, როგორც Silverlight-ი და Java) გახლავთ აპლიკაციების შექმნის და შსრულების გარემო, საკუთარი ინტერპრეტირებადი კოდით, რაც პირდაპირ აკრძალულია ეფლის ლიცენზიით.
რათქმაუნდა ეფლი „შორს იჭერს“, პირველ რიგში ისეთი ფრაზებით, როგორიცაა მაღალი ენერგომოხმარება, რაც რათქმაუნდა ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით მობილურ მოწყობილობაზე (მაკ-კომპიურეზეც კი ტემპერატურა სასწაულად მატულობს, როდესაც ბრაუზერში იკვრება რაიმე ფლეშ-შიგთავსი, ტეელფონს მუხტი ალბათ 15 წუთში გაუთავდება). რეალურად ეფლი იცავს თავის მობილურ პლათფორმას არასანქცირებული აპლიკაციებისაგან, რომლებსაც არ გაუვლიათ App Store-ს ცენზურა. უფრო მეტიც, მიუხედავად Adobe-ის და Apple-ის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობისა, ისინი მაინც კონკურენტები არიან – ალბათ ეფლში სხედან და იდაყვებს იჭამენ იმის გამო რომ ზუსტად ფლეში გახდა ინტერნეტის ძირითადი მულტიმედიური პლათფორმა და არა QuickTime-ი, როგორც ეს ეფლს უნდოდა. ამიტომაც ის ყველა ძალას იხმარს, რომ Adobe-ი არ გაახაროს.
თუმცა ნიშანდობლივია, რომ „ძირითად მულტიმედიურ პლათფორმად“ ფლეში გახდა სამაგიდე კომპიუტერებზე, მაგრამ აი მობილური მიმართულებით ყველაფერი საპირისპიროდაა და ეფლი ამას ხედავს და სურს გაითამაშოს ეს სიატუაცია თავის სასარგებლოდ. ამასწინათ გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ინტერნეტში შესვლის თითქმის ნახევარი მოდის აიფონზე და ეს ციფრი დღითიდღე მატულობს.
ზემოაღნიშნული კონფერენციის სიახლე გახლდათ Flash 10.1-ის ანონსი, რომელიც Adobe-ის განცხადებით უკვე გამოვა მობილურ პლათფორმებზე, კერძოდ Windows Mobile-ზე, Palm webOS-ზე, Google Android-ზე, Symbian-ზე და RIM BlackBerry-ზე. სიაში როგორც ხედავთ ეფლი არ არის წარმოდგენილი, თუმცა ზემოთ აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით ეს ახსნადია.
ამასწინად Novell-მა შოკში ჩააგდო ყველა, გამოუშვა რა პროდუქტი Mono Touch-ი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია აიფონისათვის აპლიკაციების შექმნა C# ენაზე. ახლა Adobe-მაც განაცხადა, რომ Flash CS5-ის გამოყენებით შესაძლებელი იქნება აპლიკაციების დაწერა და შემდგომი კომპილაცია აიფონისათვის. რათქმაუნდა ორივე შემთხვევაში საჭირო იქნება Mac-კომპიუტერი და Xcode-ი, ასევე დეველოპერის ანგარიში ეფლში, მაგრამ პროგრამების დაწერის პროცესი ბევრისათვის გაადვილდება.
Flash CS5-ის შემთხვევაში შეზღუდვების სია საკამოდ დიდია – მხარდაჭერილი არა არის HTML-ის ჩადგმული შიგთავსი, RTMPE, იმ SWF-ების ჩატვირთვა, რომლებიც შეიცავენ ActionScript-ს, PixelBlender ფილტრები, ვიდეო კამერასთან და მიკროფონთან წვდომა. თუმცა მგონია, რომ ეს ხელს არ შეუშლის App Store-ს ახალი პროგრამებით ავსების პროცესს.