მარტის დროინდელი განახლებები აპრილშიც გაგრძელდა. დღეს ეფლის ინტერნეტ-მაღაზიაში გამოვიდა ახალი Xserve. ახალი Xserve სერვერები, როგორც მოსალოდნელი იყო, მუშაობს პროცესორზე Intel Nehalem Xeon (ისევე, როგორც Mac Pro-ს ბოლო მოდელი), რაც Apple-ის განცხადებით მომხმარებელს აძლევს ორჯერ მეტ წარმადობას გასული წლის მოდელებთან შედარებით. რაც მართალი, მართალია: ახალი Xserve — ეს მართლაც ძლიერი მანქანებია.
ქვემოთ მოყვანილია საბაზო მოდელის, რომელიც 2999 დოლარი ღირს, მონაცემები:
- ერთი ოთხბირთვიანი პროცესორი Xeon 5500с 2.26 Ghz 8 მბაიტიანი მესამე დონის კეშით;
- 3გბაიტი ოპერატიული მეხსიერება 1066 MHz DDR3 ECC;
- ერთი მყარი დისკი 160GB 7200 rpm SATA Apple Drive Module ორი პირტი Gigabit Ethernet;
- ორი გაფართოების სლოტი PCI Express 2.0 x16; NVIDIA GeForce GT 120 256 MB Mini DisplayPort;
- ორი პორტი FireWire® 800 და სამი USB 2.0.
ამის გარდა, რათქმაუნდა, ყველა საჭირო ლიცენზია Mac OS X Server 10.5 Leopard-ის შეუზღუდავ მოხმარებაზე. საბაზო კონფიგურაციის შეცვლა შესაძლებელია, პროცესორის სიმძლავრის გაზრდით 2.66 ან 2.93 Ghz-მდე. ასევე ხელმისაწვდომია კიდევ ერთი მოდელი 8 ბირთვით და სიხშირით 2.26 GHz, მისი ფასი შეადგენს $3599. დამატებითი შესაძლებლობების კატეგორიას განეკუთვნება ჩატვირთვადი SSD-დისკი 128 GB, RAID ბარათები, აგრეთვე 2 ან 4 არხიანი Fibre Channel ბარათები.
Xserve-ის ეს თაობის სერვერები Apple-ის ინფორმაციით ყველაზე „მწვანეა“ ეკოლოგიური თვალსაზრისით.