ამერიკაში iPad-ების დეფიციტია

iPad 3G-ის ყველა მოდელის მარაგი ამოიწურა აშშ-ს დიდ ქალაქებში. iPad-ის დეფიციტი იგრძნობა ნიუ-იორკის, სან-ფრანცისკოს, ლოს-ანჯელესის, ჩიკაგოს, მაიამის, ბოსტონის მაღაზიებში.

“მოთხოვნა მიწოდებაზე მეტია”, — აცხადებს ნატალი კერისი, Apple-ის წარმომადგენელი. მისი განცხადებით, კომპანია ყველაფერს აკეთებს იმსათვის, რომ დააკმაყოფილოს მომხმარებელთა სურვილები.

პრველი 28 დღის განმავლობაში გაიყიდა 1 მილიონზე მეტი აიპადი.

ანალიტიკოსების განცხადებით iPad 3G კიდევ უფრო პოპულარულია, ვიდრე WiFi ვერსია.