ამერიკელი სამხედროები Apple-ის მიერ P.A. Semi-ის შესყიდვის ფაქტს იძიებენ

Apple–ის მიერ კომპანია P. A. Semi–ის ამასწინდელი შეძენის ფაქტს აშშ–ს თავდაცვის დეპარტამენტი შეისწავლის. P. A. Semi–ის მიერ წარმოებული პროცესორები მრავალ ისეთ მოწყობილობაში გამოიყენება, რომლებსაც იყენებს აშშ–ს შეიარაღებული ძალები. მართალია Apple–მა შესყიდული კომპანიის კლიენტების – ადრე გამოშვებული პროდუქციის მომხმარებლების, სრულ მხარდაჭერაზე განცხადება უკვე გააკეთა, პროცესორების მომავალი მაინც მრავალ კითხვის ნიშანს ბადებს. აშშ–ს თვდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ეს კომპონენტები გამოიყენება მრავალ პორტატულ მოწყობილობაში და ისინი შეუცვლელია, რამეთუ არ გააჩნიათ ანალოგები, იტყობინება EETimes.

„აშშ–ს თვდაცვის დეპარტამენტმა კონსულტაციების შედეგად მიღებული დასკვნები განიხილა აშშ–ს ფედერალურ სავაჭრო კომისიასთან და Apple–თან. მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება“, – იტყობინება EETimes–ის პირველწყარო.

Apple–ის წარმომადგენლებმა უარი თქვეს გაეკეთებინათ კომენტარები გარიგების შესახებ, ამ შემთხვევაში ისინი კორპორატიულ პოლიტიკას დაეყრდნენ, რომელიც IT–კომპანიების შთანთქმისას მიზეზებისა და მიზნების შესახებ კომენტარების გაუცემლობას ითვალისწინებს.

წყარო: EETimes