App Store-მ დაიწყო iOS 4-ისათვის აპლიკაციების მიღება

Apple-მა ოფიციალურად დაიწყო აპლიკაციების მიღება ახალი ოპერაციული სისტემისათვის.

iOS 4 Apps
iOS 4 Apps

iOS 4 — ოს-ის ახალი სახელწოდებაა, ადრე მას ერქვა iPhone OS-ი. ის გამოიყენება ეფლის მობილურ მოწყობილობებში — აიფონში, აიპოდში და აიპადში. ახალი ვერსიის ოს-ში მრავალი სიახლეა — მაგალითად მულთითასკინგის მხარდაჭერა, საქაღალდეები აპლიკაციებისათვის, ახალი სარეკლამო ქსელის მხარდაჭერა და ა.შ.

ახალი ოს-ის გამოშვება 21 ივნისზეა დაგეგმილი.