Apple ამზადებს iTunes 7.6.2-ს

AppleInsider გვატყობინებს, რომ Apple-ი მუშაობს iTunes-ის განახლებაზე, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს პროგრამის წარმადობა და გამოასწოროს წინა ვერსიის შეცდომები, მათ შორის ისიც, რომლის დროსაც კომპაქტ-დისკის კოპირებისას ხდებოდა ბოლო კომპოზიციის ფრაგმენტის მოკვნეტა.

მომხმარებლები გვატყობინებენ, რომ ხშირად ეს პრობლემა ჩნდება Audio CD-ის შიგთავსის დაკუმშულ ფორმატებში გადმოტანისას.

წყარო: AppleInsider