Apple და Amazon ერთ ნაბიჯში ფასების ომისგან

საკმარისი იყო სტივს ეჩვენებინა ახალი მოწყობილობა, iPad-ი, რომ ამაზონის ჯიგრები ეცნენ ცნობილ გამომცემლობებს და ცდილობენ გაიგონ, თუ რა შეთანხმებას მიაღწიეს მათ ეფლთან.

ასეთი ნაბიჯი აიხსნება ამაზონის მთავარი კოზირის არსებობით ბაზარზე – ბაზარზე არსებული მინიმალური ფასები შიგთავსზე. აიპადის გამოჩენით რისკი იმისა, რომ პარტნიორი გამომცემლობები დახმადებიან iTunes Store-ს აწყობილ სისტემას და კუპერტინოს შიგთავსს უფრო უაფად მიყიდიან მართლაც რომ რეალური გახდა.

ყველაფერთან ერთად, გამომცემლობები დათანხმდნენ მოაწოდონ აიპდზე ყველა ბესტსელერი 13-დან 15 დოლარამდე ფასად და პარალელურად ამაზონსაც მოთხოვეს ამფასთა დიაპაზონში გადასვლა, ნაცვლად ახლა არსებული 9,99-ისა. შედეგად Amazon Kindle-ი საშიშროების წინაშე აღმოჩნდა, ხოლო თვითონ კომპანია ფასების ომისაგან ერთ ნაბიჯში.

თუ როგორ გამოძვრებიან გამომცმელობები ამ სიტუაციიდან ჯერ-ჯერობით უცნობია: ერთი მხრივ, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ისინი დათმობენ კინდლის აუდიტორიას, მეორე მხრივ – ვერც აიპადის მომავალ მრავალმილიონიან აუდიტორიაზე იტყვიან უარს. როგორც შესაძლოა ვარიანტი შეიძლება იყოს ამაზონთან იგივე ფასების დატოვება დროებით და ამ დროში ეფლის წიგნის მაღაზიაში ლიმიტირებული და რაც მთავარია უფასო შიგთავსის განთავსება.