Apple გამოუშვებს Mac OS X 10.4.12

Web-საიტი Macenstein-ი საკუთარ სანდო წყაროებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ Apple-ი, შესაძლოა გამოუშვებს ტაიგერის კიდევ ერთ განახლებას — 10.4.12. წყაროების მონაცემებით განახლებამ უნდა შეასწოროს მრავალრიცხოვანი შეცდომები ოს-ში.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად წყაროს სანდოობისა ამჟამად კიდევ ერთი განახლების გამოსვლა ნაკლებ სარწმუნოდ გამოიყურება.

შეგახსენებთ, ბოლო განახლება Tiger-ისათვის, Mac OS X 10.4.11, გამოვიდა გასული წლის ნოემბერში.

წყარო: Macenstein