Apple-ი ამზადებს iPhone-ს კორპორატიული ბაზრების დასაპყრობად

განცხადება ინჟინრის მოძიების შესახებ, რომელიც Apple-ის ვებ-გვერდზე გამოჩნდა, მეტყველებს იმაზე, რომ კომპანიას მიზნად აქვს დასახული გიტანოს თავისი ტელეფონი კორპორატიულ ბაზარზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ Apple-ი ეძებს მოტივირებულ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ინჟინერს, მონაცემების ტესტირების და სინქრონიზაციის დარგში. ინჟინრის ძირითიდი სამუშაო იქნება iPhone-ის ურთიერთქმედების ტესტირება Microsoft Outlook-თან და Exchange-თან. სრულიად შესაძლებელია, რომ Apple-ი მუშაობს ActiveSync-ის მხარდაჭერაზე, რაც შესაძლებლობას მისცემს მოხდეს სინქრონიზაცია iPhone-სა და Microsoft Exchange-ის შორის.

რამდენიმე დღის წინ SAP-მა განაცხადა, რომ გამოუშვებს თავისი პროგრამის მობილური ვერსიას iPhone-ისათვის.

წყარო: MacRumors