Apple-ი აპატენტებს კლავიატურას OLED-მატრიცებით

Web-საიტი Hrmpf.com გვატყობინებს საპატენტო განაცხადზე, რომელიც Apple-მა შეიტანა გასული წლის მარტის თვეში, რომელშიც აღწერილია კლავიატურა, რომლის თითოეულ ღილაკში ჩადგმულია მინიატურული დისპლეი. OLED-მატრიცა, რომელიც ჩამონტაჟებულია კლავიშებში, აჩვენებს სიმბოლოს ან პიქტოგრამას, რომელიც მინიჭებული აქვს ამ კლავიშს მუშაობის კონკრეტულ კონტექსტში.სპეციალური კონტროლერი (ASIC), საჭირო მომენტში ჩართავს ან გამორთავს თითოეულ კლავიშს საჭირო მომენტში. ASIC-ი იმართება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით. ასე მაგალითად, კლავიატურის გადართვისას ლათინურიდან ქართულ ენაზე, კლავიშებზე შეიცვლება სიმბოლოს ნიშანი – „L“-დან „ს“-ზე, „U“-დან „თ“-ზე და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ გამომდინარე Mac-კომპიუტერების წარმოების დიდი მოცულობიდან, ასეთი კლავიატურის ღირებულება არ იქნება დიდი, შესაბამისად, დიდი შანსია, რომ სტივ ჯობსის კომპანიის ძალისხმევით აღნიშნული გამოგონება მართლაც მასიური გახდება.

წყარო: Hrmpf.com