ტაივანური DigiTimes-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ ჭორები, თითქოს Apple-ი ამცირებს iPhone-ის წარმოებას 9 მლნ-დან. 4,5 მლნ-მდე., უსაფუძვლოა.
ინფორმატორები იტყობინებიან, რომ კომპონენტების მიწოდების შემცირება არ ხდება.
შეგახსენებთ, რომ Apple-ის აქციების ფასი დაეცა 31 ივლისს 7%-ით — $143,5-დან $131,8-მდე. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გახდა ცნობილი, თითქოს Apple-ი აპირებდა წარმოების შემცირებას.
წყარო: DigiTimes