Apple-ი გაყიდის მემილიონე iPhone-ს უახლოესი ორი თვის განმავლობაში

Apple-ი გეგმავს გაყიდოს iPhone-ის პირველი მილიონი ეგზემპლარი მიმდინარე კვარტლის ბოლომდე, რომელიც სექტემბერში სრულდება. შედარებისათვის: პირველ მილიონ iPod-ს კომპანია ყიდდა შვიდი კვარტლის განმავლობაში. 2008 წლის ბოლომდე კუპერტინო ვარაუდობს გაყიდოს 10 მილიონი ეგზემპლარი. შეგახსენებთ, რომ პირველი 30 საათის განმავლობაში, Apple-მა გაყიდა 270 ათასი მოწყობილობა.

წინა კვარტლის შედეგების გამოცხადებისას კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ iPhone-ის დებიუტი ევროპის რამოდენიმე მსხვილ ქვეყანაში შედგება კალენდარული წლის ბოლომდე, დანარჩენებში – მომავალ წელს. დაწვრილებით ინფორმაცის Apple-ი მოგვაწვდის მოგვიანებით.

გასულ კვარტალში iPhone-მა და სატელევიზიო მოწყობილობამ Apple TV, კომპანიას მოუტანა მოგება 180 მილიონი დოლარის ოდენობით. AT&T-ი გვამცნობს, რომ პირველი ორი დღის განმავლობაში მან შეძლო გაეყიდა iPhone-ი უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერი უსადენო მოწყობილობისა რეალიზაციის პირველი თვის განმავლობაში.

Apple-ი ადასტურებს, რომ მიმდინარე კვარტლის შედეგებში შევა ის თანხაც, რომელიც მან მიიღო AT&T-გან, ანუ სააბონენტო გადასახადის ნაწილი, რომელსაც იხდიან iPhone-ის მომხმარებლები. ამ დროისათვის Apple-ის და AT&T-ის თითქმის ყველა მაღაზია საკმარისად არის მომარაგებული iPhone-ბით.

წყარო: Apple