Apple-ი გამოუშვებს ულტრაპორტატულ MacBook-ს იანვარში

ვებ-საიტი AppleInsider ამტკიცებს, რომ იანვრის შოუზე Macworld San Francisco 2008 Apple-ი წარმოადგენს ახალ ულტრაპორტატულ კომპიუტერს, რომლის შესახებ ჭორები დიდი ხანია დაქრიან ინტერნეტში.

AppleInsider-ის წყაროების ცნობით, ახალ კომპიუტერს ექნება 13 დუიმიანი დისპლეი, ალუმინის კორპუსი, ამასთან იგი ორჯერ უფრო მსუბუქი და ბევრად თხელი იქნება ვიდრე MacBook Pro 15” – ამას ხელს უწყობს ოპტიკური დისკწამყვანის არარსებობა. ავტონომურიად მუშაობის შთამბეჭდავი შედეგის მისაღწევად კომპანია გეგმავს გამოიყენოს დისპლეის განათების შუქდიოდიანი სისტემა და მყარსხეულიანი მატარებელი მაყარი მაგნიტური დისკის ნაცვლად.

წყარო: AppleInsider