Apple იძულებულია აიღოს iPod touch-ის განახლებაში თანხა

$20, რომლის გადახდაც უწევთ iPod touch-ის მფლობელებს firmware-ის 1.1.3 ვერსიამდე განახლებისათვის, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნაა, ამთკიცებს კომპანია Needham and Company-ს ანალიტიკოსი ჩარლს ვულფი (Charles Wolf). განახლება iPod touch-ში ამატებს პროგრამებს, რომლებიც უკვე არის iPhone-ში, — ისეთი, როგორიცაა Mail, Maps და Weather, რაც, რათქმაუნდა დაგვაფიქრებს, რატომ იღებს Apple-ი ფულს იმაში რაც ასეთი ადვილი გასაკეთებელია?

„მოწყობილობის სამომხმარებლო თვისებების გაუმჯობესებისას თანხის აღება (თუ გამოყენებაში ფული არ იხდევინება) – საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნაა, — ამბობს ვულფი.

პირველი ასეთი შემთხვევა მოხდა გასულ წელს, როდესაც Apple-მა განაცხადა Mac OS X-ის 2 დოლარიანი განახლების შესახებ, რომელიც AirPort Extreme-ში ამატებდა 802.11n რეჟიმს.

წყარო: MacNN