Apple iPad — გამოხმაურებების პირველი ტალღა

2010 წლის 3 აპრილს აშშ-ში იწყება iPad-ის გაყიდვები. პირველი მიმოხილვების ტალღამ ორი დღით ადრე აიღო სტარტი. მოდით ვნახოთ, თუ რას წერენ მის შესახებ:

დევიდ პოგი (David Pogue) The New York Times

ვიდეოს შესახებ: ეფლი ამტკიცებს, რომ iPad-ს შეუძლია ავტონომიური მუშაობა 10 საათის განმავლობაში, თუმც ეს ძნელი დასაჯერებელია, ფაქტია რომ სიმართლეა: ჩემი სატესტო iPad-ი უწყვეტად აჩვენებდა ვიდეოს დილის 07:30-იდან საღამოს 07:53-მდე – თორმეტ საათზე მეტი ხანი.

iPad-ი სწრაფი გამოვიდა, შესანიშნავი სენსორული ეკრანით, მარტივი ინტერფეისით და სრული უფლება აქვს, რომ ახალი ტიპის გაჯეტად მოვიხსენიოთ.

უოლტ მოსბერგი (Walt Mossberg) All Thing Digital

ძალიან მომეწონა აიპადის ავტონომიური მუშაობის ხანგძლივობა, რომელიც უფრო მეტიც კი აღმოჩნდა ვიდრე 10 საათი.

iPad-ის ნახვის მერე დარწმუნებული ვარ, რომ მას აქვს შანსი რადიკალურად შეცვალოს პორტატული კომპიუტრების ინდუსტრია.

ენდი იგნატკო (Andy Ihnatko) Chicago Sun-Times

სიმართლე ითვას, iPad-თან ერთი კვირის შემდეგ მე ჩავფიქრდი: არსებოსბ კი კომპანია, რომელიც ნოვატორული პოტენციალით შეედრება Apple-ს? ეფლი არც კი ფიქრობს გაჩერდეს და სულ რაღაც ახალს იგონებს. პატიოსნად გეტყვით: აქამდე ჩვენ პლანშეტური კომპიუტერი არც კი გვინახავს. და შესძლოა ისე დარჩეს, რომ აიპადი იყოს ერთადერთი პლანშეტი.

რა ხდება, როდესაც ინჟინრები, როლებსაც ნოვატორობა სისხლში აქვთ, იწყებენ პრაქტიკულად ნულიდან? ისინი iPad-ს ქმნიან.

ედვარდ ბეიგი (Edward Baig) USA Today

პირველი აიპადი მაგარი გამოვიდა. ის Amazon Kindle-ის საშიში კონკურენტია. ის ზუსტად ის ფაქტორია, რომელმაც შესაძლოა გააღვიძოს საყოველტაო ინტერესი პლანშეტური კომპიუტერების მიმართ.