Apple-ის რუხი კარდინალის დაბადება

ისტორიულად ისე მიეწყო, რომ როდესაც საუბარი Apple-ის ახალგაზრდობას ეხება, სტივ ჯობსის და ვოზნიაკის გარდა სხვა არავინ ახსენდებათ. არადა იყო ისეთი ადამიანი, რომლის გარეშეც არაფერი გამოვიდოდა. საუბარია მაიკ მარკულაზე.

თავისი ქონება მაიკმა Intel-ის აქციებზე იშოვნა. 38 წლისას უკვე იმდენი ჰქონდა, რომ თავისუფლად შეეძლო პენსიაში გასულიყო და დარჩენილი ცხოვრება უდარდელად გაეტარებინა. თავიდან მას ასეც ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა რამდენიმე თვიანი უსაქმურობის შემდეგ მიხვდა, რომ ასე ცხოვრება გაუსაძლისი იყო. ამ დროს ჰორიზონტზე ორი ახალგაზრდა ყმაწვილი გამოჩნდა.

გაუგებარია, თავიდანვე დაინახა მარკულამ მათი იდეის პოტენციალი, თუ უბრალოდ წავარჯიშება სცადა, მაგრამ მან Apple-ის აქციების 30% გამოისყიდა, შექმნა კომპანიის პირველი ბიზნეს-გეგმა, ჩამოაყალიბა კორპორაციის გამგეობა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის სავარძელში მოკალათდა. აქედან უკვე იწყება კუპერტინოს მაღლასვლის ისტორია.

Mike Markkula
Mike Markkula