Apple-ის წილი აშშ-ს ბაზარზე — 6,6%

კვლევამ, რომელიც ჩაატარა Gartner-მა, აჩვენა რომ პერსონალური კომპიუტერების გლობალური ბაზარი 2008 წლის პირველ კვარტალში 12%-ით, გაყიდვების საერთო რაოდენობამ 71,1 მლნ. ერთეული შეადგინა — 12,3% მეტი, ვიდრე გასულ წელს.

ყველაზე დიდი ზრდა აღენიშნება Apple-ს. მთავარი ფაქტორი, რომელმაც უზრუნველყო გაყიდვების ზრდა, საცალო ვაჭრობის მატება და პროფესიული ბაზარზე გაყიდვების დიდი მოცულობაა. Apple-ის წილი აშშ-ს ბაზარზე შეადგენს 6,6%-ს (გასულ წელს — 5,2%). შესაბამისად, წლიური ზრდა შეადგენს 32,5%.

ასეთი შედეგი შესაძლებლობას იძლევა მეოთხე ადგილის დაკავებისა უმსხვილეს მწარმოებელთა შორის. პირველიდან მესამეს ჩათვლით ადგილები გაინაწილეს Acer (9,1%), Hewlett-Packard (25%) და Dell (31,4%).

წყარო: MacNN