Apple-მა 8 მილიონზე მეტი iPhone გაყიდა

კომპანია Apple-ის ახალი რეკორდი – 8 მილიონი გაყიდული iPhone-ი. ამაზე მეტყველებს კომპანია Investor Village-ის სპეციალისტების გათვლები. მათი მონაცემები დაფუძნებულია დატვლილი IMEI-ს რაოდენობაზე.

IMEI – ეს არის უნიკალური ნომერი ტელეფონში, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მისი ერთსახად იდენტიფიცირებისათვის. IMEI-ს მეშვეობით შესაძლებელია დავადგინოთ მწარმოებელი, ტელეფონის მარკა, პარტიის ნომერი და თვითონ ტელეფონის საქარხნო ნომერი.

ამ დათვლებმა აჩვენა, რომ აგვისტოს ბოლოს გაყიდული iPhone 3G-ის რაოდენობამ შეადგინა 5.6 მლნ. ეგზემპლარი. კიდევ 2.4 მლნ. ტელეფონი გაიყიდა პირველი თაობის. საერთო ჯამში გაყიდულია 8 მლნ ტელეფონი 2008 წელს.

შეგახსენებთ, რომ Apple-ს დასახული აქვს წლის ბოლომდე 10 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვა.