სიდიდით მეორე ბელგიური კომპანია, Mobistar, შეიძლება გახდეს Apple-ის პარტნიორი iPhone-ის რეალიზაციის საკითხში, გვატყობინებს Reuters.
Mobistar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენუა შინმა (Benoit Scheen) დაადასტურა, რომ შეთანხმება შეიძლება მიღწეული იქნას წლის ბოლომდე, თუმცა აღნიშნა, რომ ამის გარანტია ჯერ არ არსებობს. „ბელგია არ არის Apple-ისათვის პრიორიტეტული ქვეყანა“, — აღნიშნა შინმა. (აბა ჩვენ რაღა ვთქვათ!)
წყარო: MacWorld UK