როგორც მოველოდით, Apple-მა გუშინ წარმოადგინა iPhone-ის SDK. გაიმართა სპეციალური ღონისძიება ჟურნალისტებისათვის, სადაც სტივ ჯობსმა აღნიშნა, რომ ეს აირს ზუსტად ის ნაკრები ხელსაწყოებისა, რომლებიც საჭიროა ვაშლოფონის პროგრამული უზურნველყოფის შესაქმნელად.
კომპანიის განცხადებით, ნაკრების კომპონენტები შერცეულია ისეთი სახით, რომ პროგრამისტს, რომელიც ადრე უკვე ქმნიდა პუ-ს Mac OS X-ისათვის, არ გაუჭირდეს ახალ გარემოში გადასვლა. ტელეფონის თაჩ-ინტერფეისთან სამუშაოდ გამოიყენება API Cocoa Touch. SDK-ს ნაკრებში შედის Xcode-ის სპეციალური ვერსია (Mac OS X-ისათვის), რომელიც შეიცავს ინტერფეისის კონსტრუქტორს, პროგრამის გამართვის ხელსაწყოებს და სხვ. პროგრამის გამართვა შესაძებელია როგორც ფიზიკურ ტელეფონზე, აგრეთვე iPhone-ის ემულატორზე.
ჯურნალისტებთან საუბარში Apple-ის ტექნიკურმა დირექტორმა ფილიპ შილერმა (Phil Schiller) განაცხადა, რომ ოს-ის ბირთვი ოპტიმიზირებულია ტელეფონის რესურსებთან სამუშაოდ, ხოლო ქსელთან და მულტიმედიასთან სამუშაო ქვესისტემები პრაქტიკულად იდენტურია Mac OS X-ისა — Core Animation და OpenGL გრაფიკისათვის, აგრეთვე Core Audio და OpenAL ხმისათვის.
iPhone SDK-ს ბეტა-ვერსია ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად Apple-ის ვებ-გვერდიდან.
წყარო: Apple