TypeCon2007-ის კონფერენციის დროს, რომელიც წელს ტარდება სიეტლში, ა.შ.შ., Microsoft-მა და Apple-მა გამოაცხადეს სალიცენზიო შეთანმხების მოქმედების გაგრძელების შესახებ, რომლის მიხედვითაც Mac OS X-ის მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ Windows-ში შემავალი შრიფტების გამოყენება.
კომპანიებს არ შეუტყობინებიათ რაიმე დეტალური ინფორმაცია.
შეთანხმების თანახმად, Mac-კომპიუტერების მომხმარებლებს შეუძლიათ განაგრძონ Times New Roman, Arial, Verdana და სხვა შრიფტების გამოყენება.
განცხადებაში არაფერი არაა ნათქვამი ახალ შრიფტებზე, რომლებიც შედიან Windows Vista-ში.
წყარო: MacNN