Apple-მა დაიქირავა Oracle-ის ერთერთი ხელმძღვანელი, დენიელ კუპერმანი (Daniel Cooperman), უფროსი ვიცე-პრეზიდენტის და გენერალური მრჩეველის თანამდებობაზე. კუპერმანი, რომელსაც ძველ კომპანბიაშიც იგივე თანამდებობა ეკავა, თანამდებობას დაიკავებს 1 ნოემბერს.
ადრე Apple-ში ეს თანამდებობა ეკავა დონალდ როზენბერგს (Donald J. Rosenberg), IBM-ის ყოფილ თანამშრომელს, რომელიც კომპანიაში მივიდა ერთი წლის წინ და მიიღო გრანტი 200 ათას აქციაზე, რომელთა საბაზრო ღირებულებაც შეადგენს 18 მილიონ დოლარს. კომპანია არ იტყობინება როზენბერგის გადადგომის მიზეზებზე, თუმცა, სავარაუდოდ იგი არ წავა Apple-იდან და იგი სხვა პოსტს დაიკავებს.
„დენი მშვენივრად შეავსებს ჩვენს გუნდს და შეძლებს ჩაჯდეს Apple-ის კულტურაში. იგი გამოცდილი პროფესიონალია“, — განაცხადა სტივ ჯობსმა.
წაყრო: Apple