Apple-მა ამერიკული საპატენტო სამსახურისგან მიიღო რამდენიმე ახალი პატენტი, რომელთა შორის ერთერთი გახლავთ გამოსახულების რედაქტირების ახალი ხერხი.
Apple-ის განცხადებით, თუ ახალი ტექნოლოგია დაინერგება iPhoto-ში, ის დაეხმარება სამოყვარულო ფოტოგადაღებების პოტენციალის უკეთეს გამოვლინებაში დეფექტების ინტელექტუალური რედაქტირების ხელსაწყოს დახმარებით.
აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებით მომხმარებელისათვის საკმარისი იქნება მხოლოდ მაუსის მითითება დეფექტზე და დაწკაპუნება, რის შემდეგაც გამოსახულების მონაკვეთი აღდგება დირიხლის თეორიაზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მივიღოთ თანაბარი ტექსტურა არეს შიგნით, რომელიც დაეყრდნობა მეზობელი პიქსელების მდგომარეობას.