Apple-მა გამოუშვა განახლებები Intel-Mac-ისთვის

Apple-მა გამოუშვა ორი განახლება, ერთი მათგანი განკუთვნილია MacBook Pro პორტატული კომპიუტერებისათვის, ხოლო მეორე – ყველა Mac-კომპიუტერისათვის Intel-ის პროცესორით.

განახლება MacBook Pro EFI Firmware Update 1.3 აღმოფხვრავს ახალი MacBook Pro პორტატული კომპიუტერების პრობლემებს ეკრანთან მუშაობისას. მისი დაყენების წინ მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ წინა განახლება (MacBook Pro Software Update 1.0) უკვე დაყენებულია. დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ამ საიტზე.

მეორე განახლება, Firmware Restoration CD 1.3, განკუთვნილია Mac-კომპიუტერების შიდა პროგრამული უზურნველყოფის სრული აღდგენისათვის firmware-ის განახლების მარცხის შემთხვევაში. ამ განახლების გამოსაყენებლად, მომხმარებელმა უნდა ჩამოტვირთოს შეთავაზებული ფაილი ნებისმიერ გამართულ Mac-კომპიუტერზე, ჩაწეროს CD-ზე და გამოიყენოს დაზიანებული კომპიუტერის აღსადგენად.

დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ამ საიტზე.

წყარო: Apple