Apple-მა გამოუშვა iPhone Software v1.0.1

Apple-მა გამოუშვა თავისი მობილური ტელეფონის შიდა პროგრამული უზრუნველყოფის განახლება – iPhone Software v1.0.1. კომპანიის განცხადებით, განახლება, რომელიც ყენდება iTunes-ის საშუალებით, შეიცავს ზოგიერთი შეცდომის გასწორებას. ამასთან ერთად, Apple-ი არ იტყობინება iPhone-ში ახალი ფუნქციონალურობის დამატების შესახებ.

iPhone-ის კომპიუტერთან სინქრონიზაციისათვის მიერთებისას, მომხმარებელი დაინახავს შეტყობინებას iTunes-გან ახალი განახლების შესახებ, რის შემდეგაც გამოჩნდება წინადადება მისი ჩამოტვირთვის შესახებ.

განახლების პროცესი რამდენიმე წუთი გრძელდება, რომლის დროსაც ტელეფონის ეკრანზე ჩანს Apple-ის ლოგოტიპი და განახლების პროცესის ინდიკატორი.

იქიდან გამომდინარე, რომ ვერსიის ნომერი შეიცვალა მხოლოდ მეორე წერტილის შემდეგ, ამ განახლებისაგან ბევრს არ უნდა ველოდოთ. როგორც სჩანს, მასში გასწორებულია უსაფრთხოების სისტემის უწესრიგობები და წვრილი შეცდომები, როგორიცაა მაგალითად, ტელეფონის დატენვის ინდიკატორის არაკორექტული გამოსახვა.