Apple-მა განაცხადა 28 დღეში 1 მილიონი iPad-ის გაყიდვის შესახებ!

გუშინ Apple-მა გაავრცელა ოფიციალური პრეს-რელზი, რომელშიც გვატყობინებს მილიონი ცალი iPad-ის გაყიდვის შესახებ. ეს ზღვარი კომპანიამ გადალახა გაყიდვების ოთხი კვირის განმავლობაში.

„ერთი მილიონი პლანშეტი 28 დღეში — ეს ორჯერ ნაკლები დროა, ვიდრე ის ცნობილი 74 დღე, რომელიც საჭირო გახდა თავის დროს iPhone-ის პირველი მოდელის გაყიდვისათვის”, ამბობს სტივ ჯობსი. “მოთხოვნა ჩვენს საწარმოო შესაძლებლობებს აღემატება და ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხის გადაწყვეტაზე“.

Apple-ის სტატისტიკის მიხედვით, დღეისათვის App Store-დან ჩამოტვირთულია 200 ათასი აპლიკაცია, რომელთაგანაც ხუთი ათასი სპეციალურად iPad-ისთვისაა დაწერილი.

კიდევ ორი საინტერესო ფაქტი. iPad-ის მფლობელებმა 3 კვირაში ჩამოტვირთეს აპლიკაციების 12 მილიონი ასლი და 1,5 მილიონი წიგნი.

ამ ინფორმაციის შემდეგ Apple-ის აქციების ფასმა 2 პროცენტით მოიმატა 266,35 დოლარამდე.