შესაძლოა ყველამ არ იცის, რომ დასახელება iPad კუპერტინოში არ მოუგონებიათ. ადრე ეს სავაჭრო ნიშანი ეკუთვნოდა კომპანია Fujitsu-ს და მისი ჯიბის კომპიუტერი ზუსტად ამ სახელით გამოდიოდა. ახლა Apple-მა ა.შ.შ.-ს პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების დეპარტამენტში გადასცა სპეციალური დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ 17 მარტიდან Fujitsu Frontech-ის ჩრდილოამერიკული განყოფილება ყველა უფლებას ამ დასახელებაზე გადასცემს Apple-ს.
Fujitsu-ს წარმატებები ამ მოწყობილობის რელიზაციაში არასდროს არ ყოფილა დიდი. ამასთან 2008 წლეს კომპანიამ დაკარგა უფლება ამ დასახელებაზე, ვინაიდან ვერ მოასწრო საჭირო საბუთების შეტანა. როდესაც გამოერკვნენ, უკვე გვიან იყო.

Comments
One response to “Apple-მა ყველა უფლება მიიღო iPad-ის სავაჭრო ნიშანზე”
აუ რა ფული დკარგა ფუჯიცუმ :D
სტივი მაინც გადაიხდიდა ფულს მაგაში :)