Apple მაინც გამოუშვებს iSight HD-ს?

MacRumors–მა გამოაქვეყნა ცნობა, მისი კორესპონდენტის მიერ, Apple’s QuickTime–ის პროგრამული უზრუნველყოფის ერთ–ერთ შიდა ფაილში, ჯერ არგამოშვებული USB–ვიდეოკამერის – iSight HD–ის ხსენების შესახებ.

iSight HD ნახსენებია ფაილში:

/System/Library/QuickTime/…/Localizable.strings

აქ iSight HD ხასიათდება, როგორც “Next Generation USB iSight“ (USB ინტერფეისიანი ახალი თაობის iSight).

Apple–ის შემოთავაზებაში 2003–იდან 2006 წლამდე უკვე არსებობდა iSight გარე კამერა FireWire ინტერფეისით. მას შემდეგ, რაც 2006 წელს კომპანიამ შეწყვიტა მისი გაყიდვა, დამკვირვებლები უფრო ხარისხიანი ახალი მოდელის სწრაფ გამოჩენას ელოდნენ, მაგრამ დღემდე არაფერი ისმის. ამჟამად iMac და ნოუთბუქების სამივე ხაზი ინტეგრირებული iSight კამერით არის დაკომპლექტებული, ხოლო Cinema Display მონიტორების მფლობელები გარე მწარმოებლების კამერებს იყენებენ.

წყარო: MacRumors