Apple მოლაპარაკებებს აწარმოებს iTunes-ის მომდევნო განახლებისთვის

ბლოგი NYTimes Technology აღნიშნავს, რომ Apple აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ცნობილ მუსიკალურ ბრენდებთან, iTunes Store–ში ახალი კონტენტის დამატების თაობაზე. ამავე წყაროს ცნობით, Apple უკვე ივნისში აპირებს iTunes Store–ის განახლებების გაშვებას, შესაძლოა WWDC კონფერენციის დროსაც კი, რომლის გახსნა 9 ივნისს იგეგმება. თუმცა ეს ძნელად დასაჯერებელია, რამეთუ მოლაპარაკებები სულ ახლახანს დაიწყო, ხოლო ივნისამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. თუმცა Apple–ს მაინც სურს ზარების მელოდიების ბიბლიოთეკის გაფართოება და მასში ე.წ. “Answer Tones”–ის ჩართვა. Answer Tones – არის თვითნაკეთი ხმოვანი ფაილები, რომლების ზარად დაყენებაც არის შესაძლებელი.

შესაძლო ხელმოწერილი კონტრაქტის მეორე ნაწილი, iTunes–ის მუსიკალური კომპოზიციების 3G ქსელით გავრცელების შესაძლებლობაზე მიუთითებს, რომელიც უსადენო კავშირის შესაძლებლობების გაფართოებასა და აბონენტების მომსახურების მაღალ ხარისხის უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად iTunes Store–ში სიმღერების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ wi-fi ქსელის საშუალებით, ხოლო ნელი EDGE ქსელი სრულყოფილ ჩამოტვირთვაზე გარკვეულ შეზღუდვებს ქმნის.

თავისთავად, თუკი მუსიკის გაყიდვა 3G ქსელით განხორციელდება, ისინი დღევანდელზე ძვირი ეღირება. სიამოვნება, როგორც ამბობენ, ფული ღირს. 3G ქსელის გაჩენასთნ ერთად iTunes Store–დან ჩამოტვირთვების რაოდენობა სავარაუდოდ უნდა გაიზარდოს.