Apple-ს სავაჭრო მარკა Mighty Mouse-ის უკანონო გამოყენებაში ადანაშაულებენ

კომპანია Man & Machine–მა სასარჩელო განცახება შეიტანა ქალაქ გრინბელთის (მერილენდის შტატი, აშშ) სასამართლოში, რომელშიც ბრალს სდებს Apple–ს, კომპიუტერის მანიპულატორის სახელწოდებისთვის სავაჭრო მარკა Mighty Mouse–ის უკანონო გამოყენებაში.

Man & Machine უშვებს პროდუქტს, წყალგაუმტარ ოპტიკურ მაუსს, რომელიც მედეგია ქიმიური ზემოქმედებისადმი, გამოიყენება ლაბორატორიებში და სამედიცინო დაწესებულებებში და გააჩნია იდენტური სახელწოდება. თავისი Mighty Mouse–ის გაყიდვა კომპანიამ Apple–ზე ერთი წლით ადრე დაიწყო.

Man & Machine–ის კიდევ ერთ სამიზნედ იქცა ტელეკომპანია CBS, რომელიც მულტიპლიკაციურ მძლავრ თაგუნაზე საავტორო უფლებების მფლობელია. სწორედ ამ მულტგმირმა შთააგონა Apple–ის და Man & Machine–ის მაუსების შემქმნელები. პოპულარული მულტპერსონაჟის საეკრანო დებიუტი 1942 წელს შედგა. Man & Machine ბრალს დებს CBS–ს სავაჭრო ნიშან Mighty Mouse Apple–ის უკანონო ლიცენზირებაში, რამეთუ ტელეკომპანიის საავტორო უფლებები არ ფარავს კომპიუტერული მოწყობილობების სახელწოდებებს.

წყარო: AppleInsider