Apple-ს სურს WebKit-ის სახელის რეგისტრაცია

Apple-მა აშშ-ს შესაბამის სამსახურშ შეიტანა განაცხადი ახალი სავაჭრო ნიშნის WebKit რეგისტრაციის შესახებ — Safari-ში გამოყენებული ვებ-გვერდების რენდერინგის მექანიზმის დასახელებაზე.

WebKit-ი ღია წყაროზე დაფუძნებული პროექტია, თუმცა Apple-ი გახლავთ მისი ავტორი და ამჟამად მის განვიტარებაში ყველაზე დიდ მონაწილეობას ღებულობს. ეფლის გარდა, ამ ძრავს იყენებს Google Chrome-იც და კიდევ რამდენიმე სხვა ბრაუზერიც.

სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია ალბათ არ არის დაკავშირებული კოდის დახურვის მცდელობასთან, ამ შემთხვევაში ბრაუზერების სხვა მწარმოებლები იძლებულნი გახდებიან საკუთარი ვერსიები შექმნან. მიუხედავად ამისა, თუ ეს სავაჭრო ნიშანი დარეგისტრირდება, ეფლი შეძებს მის ექსკლუზიურ გამოყენებას.