Apple შეწყვეტს Mac Mini-ის მხარდაჭერას

საიტ Fudzilla–ს ინფორმაციით, კომპანია Apple, Mac Mini–ის განახლებაზე უარის თქმას გეგმავს – ამგვარი ინფორმაცია მიიღეს კომპანიის პარტნიორებმა. ამას გარდა, უახლოეს კვირებში კომპანია Apple მინი–კომპიუტერის ამ მოდელის გამოშვების შეწყვეტასაც აპირებს.

თუ ჭორებს ვენდობით, კომპიუტერი Mac Mini უფრო მცირე ზომის მოდელით, Mac Nano–ით შეიცვლება. იგი Apple TV–ის და Mac–ის პლათფორმების შესაძლებლობებს შეითავსებს.

ეს ჭორები შესაძლოა გამართლდეს, მოწყობილობა Mac Mini ხომ კარგა ხანია არ განახლებულა – ეს კი სულაც არ ახასიათებს Apple–ის პროდუქციას. ამგვარი გადაწყვეტილება შესაძლოა, ბევრი სპეციალისტის აზრით ჩავარდნილი პროექტის, Apple TV–ის პოპულარობის აღდგენასაც ემსახურებოდეს.