Apple TabletPC

რაც უფრო ახლოვდება შემოდგომა, მით უფრო მძაფრდება საუბრები ნეტბუქის შესახებ, რომელიც შესაძლოა, რომ Apple-მა გამოუშვას. თანაც, როგორც წესი, ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავი და არასრულია – თუმცა როდის ყოფილა ეფლის ახალი პროდუქტის შესახებ ცნობილი რაიმე მის ბაზარზე გამოსვლამდე?

თუმცა Financial Times-მა, ფრიად სერიოზულმა გამოცემამ, რამდენიმე დღის წინ ჭორების ყველა მოყვარული ფრიად გაახარა, გამოაქვეყნა რა ეფლის ახალი მოწყობილობის ბაზარზე გამოყვანის მკაფიო სტრატეგია. უცნობია მხოლოდ გამოშვების თარიღი, ერთნი ამბობენ, რომ შემოდგომაზე იქნება, სხვები – რომ შემდეგი წლის დასაწყისში. ვნახოთ, დაველოდოთ. რომ იტყვიან, აღდგომა და – ხვალეო.

ახლა უშუალოდ სტატია:

ეფლი ძალას და ღონეს არ იშურებს, რომ საშობაო პერიოდის გაყიდვების ბუმს მოუსწროს ახალი პორტატული მოწყობილობის გამოშვებით, რომელითაც გართობის ინდუსტრია იმედს იტოვებს, რომ მიიღებს ახალ რევოლუციას.

იგეგმება, რომ მოწყობილობა გამოშვებული იქნება შიგთავსის განთავსების ახალ ხელშეკრულებებთან ერთად. სენსორული კომპიუტერი აღჭურვილი 10 დუიმიანი ეკრანით.

ინტერნეტს მოწყობილობა დაუკავშირება როგორც iPod Touch-ი – შესაძლოა, ტელეფონის ფუნქციის გარეშე, ქსელთან წვდომის ფუნქციით და აპლიკაციების ინტერნეტ-მაღაზიით.

ეფლი ფსონს დებს იმაზე, რომ მას საქმე გამოსდის იქ, სადაც სხვებს საქმე უვარდებათ, მაიკროსოფტის ჩათვლით, რომელიც უსასრულოდ აპიარებდა Windows-ის პორტატულ ვერსიას.

გართობის ინდუსტრია იმედოვნებს, რომ ეფლი, რომელმაც თავდაყირა დააყენა მუსიკალური დამკვრელების და ტელეფონების ინდუსტრია, კვლავაც შეძლებს ამას.

მუსიკის ჩაწერის ინდუსტრიის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ეფლი გეგმავს გამოიყენოს დიდი ზომის ეკრანი, რათა შესაძლებელი გახდეს ინტერაქტიული ბუკლეტების და ჩანართების სერვისის შემოთავაზება.

და თუმცა iTunes-მა წინ წასწია მუსიკის გაყიდვები, მთლიანი ალბომების გაყიდვები ჯერ-ჯერობით მოიკოჭლებს. მომხმარებლები როგორც წესი, მხოლოდ ერთ-ორ კომპოზიციას ყიდულობენ.

საგამომცემლო სახლები, რომლებიც ასევე მონაწილეობენ მოლაპარაკებებში, ასევე ოპტიმისტურად არიან განწყობილი ამ პროექტის მიმართ, რომელმაც შეიძლება გადაფაროს Amazon Kindle-ის, Sony eReader-ის და Plastic Logic-ის მოწყობილობების გაყიდვები.

გამომცემლობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა შეადარა ეს ახალი პროდუქტი Kindle-ს – „ის იქნება როგორც ფერადი, ბრტყელი, პლაზმური ტელევიზორი ძველ შავ-თეთრ კინდლთან შედარებით“.

ეფლს, როგორც სჩანს, ჯერ არ უსაუბრია კინოსტუდიებთან, მაგრამ ჰოლივუდის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მზად არიან შესთავაზონ დამატებითი შიგთავსი იმაზე, რაც უკვე არის განთავსებული iTunes-ში. თამაშების მსხვილი გამომცემლებიც მოუთმენლად ელიან ამ პროდუქტს და ამბობენ, რომ ისინი სწრაფად შეძლებენ არსებული თამაშების ოპტიმიზირებას ახალი პლათფორმისათვის.

ვინაიდან მოთხოვნა პლანშეტურ კომპიუტერებზე ჯერ-ჯერობით არა არის სახარბიელო დონეზე, სტივ ჯობსი ითხოვს მიმზიდველი აპარატურული ფუნქციების არსებობას აპარატში.

ტიმ კუკმა, კომპანიის მმართველმა დირექტორმა გასულ კვირას უარყო ნეთბუქებთან პირდაპირი კონკურენციის შესაძლებლობა PC-ნოუთბუქების ქვედა საფასო სეგმენტში.

ამის მაგივრად, ახალი მოწყობილობა 600-დან 1000 დოლარამდე ეღირება, სავარაუდოდ.

ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ეფლმა შეიძლება ვერ მოასწროს ყველა საჭირო კომპონენტის მიღება წლის ბოლოსათვის, თუმცა ეფლი მაინც ეცდება.

წყარო