Apple-მა ოფიციალურად გამოაცხადა დეველოპერთა ყოველწლიური კონფერენციის ჩატარების დრო — 7-დან 11 ივნისის ჩათვლით სან-ფრანცისკოში.
კომპანიის განცხადებით, WWDC-ის დღეებში საგამოფენო კომპლექსში Moscone West იმუშავებს კომპანიის 1000-ზე მეტი ინჟინერი, რომლებიც კონსულტაციებს გაუწევენ დეველოპერებს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება iPhone-ის ახალი ვერსიის წარმოდგენა.