AT&T-ის ხელმძღვანელის ენაჭარტალობის გამო Apple-ი $1 მლრდ.-ს დაკარგავს

ცნობილი მიმომხილველის რობერტ კრინგლის (Robert Cringely) აზრით, AT&T-ის აღმასრულებელი დირექტორის, რენდელ სტივენსონის (Randall Stephenson) განცხადება იმის შესახებ, რომ iPhone-ი 3G ტექნოლოგიის მხარდაჭერით გამოვა 2008 წელს, შეიძლება ჩაითვალოს საქციელად, რომელიც ძვირად დაუჯდება Apple-ს. კრინგლი თვლის, რომ სტივენსონის განცხადება იძულებულს გახდის დაახლოებით მილიონ პოტენციურ მყიდველს გადადოს თავისი განზრახვა მომავალ წლამდე, რაც გამოიწვევს Apple-ის შემოსავლების ვარდნას $1 მილიარდით.

მიმომხილველი ვარაუდობს, რომ AT&T-ში იმედგაცრულებულნი არიან Apple-ის საქციელით, რომელიც, მოარული ხმების თანახმად Google-თან ერთად აპირებს გამოიყენოს 700 მჰც სიხშირის დიაპაზონი საკუთარი მაღალსიჩქარიანი ქსელის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქსელის გამოყენება განკუთვნულია მონაცემების გადასაცემად, ვერავინ დაუშლის მათ გამოიყენონ ეს ქსელი VoIP-ის გადასაცემადაც. ამ შემთხვევაში Apple-ს აღარ დასჭირდება AT&T-ის დახმარება, რომელთანაც მას ხუთწლიანი ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს.

AT&T-ი არ გეგმავს მონაწილეობის მიღებას 700 მჰც სიხშირის აუქციონში. წინასწარი მონაცემებით აუქციონის გამარჯვებული ლიცენზიაში გადაიცდის არანაკლებ $10 მლრდ.-ს

წყარო: PBS: I, Cringley