Author: დიმიტრი გოგელია

  • დოქტორი დელფიუსი ნიკოს პოდკასტში

    დღეს თავის გადაცემაში მიმიწვია ნიკო ნერგაძემ. თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ უმრავ რამეზე: ტექნოლოგიები, კინო-ეფექტები, სტარ ტრეკი, სტარ ვორზი, ფანტასტიკა და ა.შ. გვისმინეთ, საინტერესო რამეა :)

  • მოდი ყველაფერი დავიწყოთ თავიდან, ანუ იგივე მდინარეში მეორედ შესვლის მცდელობა

    დღეს ეს ბლოგი 11 წლის გახდა. დიდი დროა. მაგრამ ბოლო 3 წელია, ბწკარი არ დაწერილა აქ. მრავალი მიზეზის გამო. ამ სამი წლის კი არა, ამ 11 წლის განმავლობაში იმდენი რამე გადავიტანე, კარგიც და ცუდიც, რომ ბლოგისთვის კი არა, ხშირად საკუთარი თავისთვის არ მეცალა. რაც ჩემი აზრით ცუდია. მაგრამ ამაზე ახლა არ შევჩერდები დეტალურად. საერთოდ არაფერზრე არ შევჩერდები დეტალურად. მხოლოდ იმას დავწერ, რომ ეს ბლოგი კვლავ განაგრძობს ფუქნციონირებას და დიდი იმედი მაქვს, ეს მონდომება დიდხანს გამყვება.

    მხოლოდ ერთს დავწერ, რაც ჩემი აზრით ნებისმიერ ბლოგზე, ტექნოლოგიურ გაჯეტზე მეტია.

    მე შვილი მყავს. სანდრიკო. და მხოლოდ ეს არის მნიშვნელოვანი. სხვა დანარჩენი მისი კუკებით დასვრილი საფენის ტოლფასიც კი არ არის.

  • WordPress-ის უსაფრთხოების განახლება 4.0.1

    WordPress-ის უსაფრთხოების განახლება 4.0.1

    რამოდენიმე საათის წინ გამოვიდა WordPress-ის განახლება, 4.0.1. ყველას გირჩევთ დაუყოვნებლივ დააყენოთ ეს განახლება.

    მისი საშუალებით სწორდება 20-ზე მეტი შეცდომა, რომლებიც ეხება არა მარტო 4.0 ვერსიას, არამედ წინამორბედებსაც. ერთ-ერთი გასწორება ეხება XSS-მოწყვლადობას, რომელიც ბოროტმოქმედს საშუალებას აძლევს გუშვას ნებისმიერი JavaScript-კოდი 3.9 და უფრო ძველ ვერსიებზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ WordPress (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროგრამული პროდუქტი), ყოველთვის დროულად უნდა განახლდეს.

    მიუხედავად იმისა, რომ WordPress-ის დეველოპერების გუნდი მხოლოდ ბოლო ორი ვერსიის მხარდაჭერას ახორციელებს (დღეისათვის 4.0 და 3.9), მიღებული იქნა გადაწყვეტილება უფრო ძველი ვერსიებისათვისაც გამოსულიყო განახლება. შედეგად გამოვიდა 4.0.1, 3.9.3, 3.8.5 и 3.7.5 განახლებები.

    სისტემის ფონური განახლებები ხელმისაწვდომია 3.7 ვერსიიდან და ამ დროისათვის ყველა საიტი, რომელიც ამ და ყველა შემდეგომ ვერსიაზე მუშაობს, უკვე განახლებული იქნება. თუ თქვენი საიტი ჯერ კიდევ არ განახლებულა, გირჩევთ ეს ხელით გააკეთოთ. ამისათვის შედით: Dashboard —> Updates სექციაში და დააჭირეთ განახლების ღილაკზე.

  • Silentium Universi, სამყაროს მდუმარება