Author: Oscar Schindler

  • Microsoft: ჩვენ დიდი აიფონი გავაკეთეთ!

    HP Slate
    HP Slate

    ის, რასაც ამდენ ხანს ელოდნენ Apple-ისაგან, გუშინ მოულოდნელად წარმოადგინა Microsoft-ის გენ. დირექტორმა სტივ ბალმერმა. ლას-ვეგასში საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოფენაზე გუშინდელი გამოსვლისას ბალმერმა წარმოდგინა პლანშეტური კომპიუტერი, რომელიც Microsoft-მა HP-სთან ერთად შექმნა. პრესამ იმწუთასვე აიტაცა ეს ფაქტი და მას უწოდა “ძლიერი დარტყმა Apple-ს”, რომელმაც, მრავალრიცხოვან ხმებზე დაყრდნობით იანვრის ბოლოს უნდა გამოუშვას ანალოგიური აპარატი.

    ჩვენი აზრით, ის, რაც ბალმერმა გუშინ აჩვენა, ეფლის მიერ გამოშვებული პროდუქტის ფეხის ფრჩხილადაც არ ღირს. ეს არ არის ჯიჰადის გაჩაღების მცდელობა, მაგრამ ყველაფერი, რაც გამოდის ეფლის ლაბორატორიებიდან, ადრე თუ მალე საკულტო ნივთათ იქცევა ხოლმე. ეს ყველას ესმის, Microsoft-შიც კი იციან ეს. შეხედეთ, რა სურათი აირჩიეს საკუთარი მოწყობილობის ეკრანზე პრეზენტაციისათვის.

    სტივ ბალმერი – და მაინც ჩვენ წავაგებთ:

    HP Slate
    HP Slate