Category: ბლოგის სიახლენი

  • სიახლეები ბლოგზე

    გუშინდელი დღიდან ბლოგის ავტორი ბლოგის შიგთავსის შევსების საკითხში მარტო არაა! ბლოგს ახალი თანაავტორი გამოუჩნდა, Oscar Schindler.

    ვინც ფორუმზე მიცნობს, ადვილად მიხვდება, რომ ეს ჩემი მეუღლეა! ;)

  • სეზონური რყევები

    დღეს ზუსტად 1 თვე შესრულდა, რაც ბლოგზე არაფერი არ დამიწერია.

    სამსახურს ვიცვლი და ისეთი საგიჟეთი დგას, მეტი რომ არ შეიძლება. ცოტა ხანში გავაგრძელებთ მაუწყებლობას.

    რომ იტყვიან, სთეი ტუნედ! :)

  • ისევ ფისოს შესახებ

    ვიცი რომ დაგპირდით ჩემი პირადი მიმოხილვის მომზადებას Snow Leopard-ის შესახებ. მაგრამ ბოლო 1,5 თვის განმავლობაში ჩემს გარშემო განვითარებული ფანტასტრიურად მაგარი ამბების გამო (თუ რა, ზუსტად 2 დღეში მოგახსენებთ) ეს ვერ მოხერხდა.

    ბოდიშს გიხდით, ვინც ელოდით მიმოხილვას და პირობას გაძლევთ რომ ის აუცილებლად დაიწერება!

  • 730 დღე ერთად

    მეგობრებო!

    დღეს დიდი დღეა, დიდი! ზუსტად 730 დღის წინ, 2007 წლის 25 ივნისს დაარსდა ჩვენი ბლოგი.

    მას მერე მრავალმა პოსტმა ჩაიარა :) იყო უამრავი ნათევი ღამე, უამრავი ნათარგმნი სტატია და საავტორო ჩანაწერი.

    იყო ჩავარდნებიც. დუმილის მრავალი თვე. თეთრად ნათევი ღამეები, სიკვდილის შიშით შეძრწუნებული სახე…

    მერე იმედი, სიხარული და დაბრუნება!

    ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ და  ვაგრძელებთ!

    Doctor Delphius Blog's BDay
    Doctor Delphius Blog's BDay
  • ჩემი პასპორტი!

    დღეს დილით როგორც იქნა ჩამოაღწია ჩემმა გარე ვინჩესტერმა. აი ისიც:

    WD MyPassport
    WD MyPassport

    P.S.

    ჰო, სამსახურში ვინდოზავრზე ვმუშაობ :(