Category: ბლოგის სიახლენი

  • ჩემი პასპორტი!

    დღეს დილით როგორც იქნა ჩამოაღწია ჩემმა გარე ვინჩესტერმა. აი ისიც:

    WD MyPassport
    WD MyPassport

    P.S.

    ჰო, სამსახურში ვინდოზავრზე ვმუშაობ :(

  • ბლოგის თემატიკის განახლება

    მოგესალმებით მეგობრებო,

    თითქმის ორი წლის განმავლობაში ჩვენი ბლოგის ძირითადი და ერთადერთი თემა გახლდათ Apple-ის გარშემო მიმდინარე სიახლეები, ფაქტები მოვლენები. საკამოდ ბევრი ადამიანი ადევნებდა თვალს ჩემს ბლოგს, თუმცა სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მრავალი მიზეზის გამო სულ უფრო მცირე დროს ვუთმობდი ბლოგის განვითარებას.

    ერთგული მკითხველი შემაჩნევდა, რომ რამდენიმე თვე ბლოგი საერთოდ არ მუშაობდა. შემდეგ ჰოსტერის გამო მონაცემთა ბაზა და მედია ფაილები საერთოდ დაიკარგა (ჰოსტერს მარქაფი არ ჰქონდა გაკეთებული. როგორია?) და ძველი მარქაფებიდან ძლივს აღვადგინე (აღდგენა ახლაც მიმდინარეობს და კვირის ბოლოსათვის მორჩება).

    კიდევ ერთი ექსპერიმენტი, რომელიც ამ მრავალნატანჯმა ბლოგმა აიტანა, იყო მისამრთის შეცვლა, თუმცა ამან აშკარად არ გაამართლა და ისევ ძველ მისამართს დავუბრუნდი.

    თუმცა არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბლოგის ჩანაწერების პერიოდულობამ ძლიერ იკლო. ეს გახლავთ თემით დაღლა. რამდენადაც ძლიერ არ უნდა მიყვარდეს მე Apple-ი და მაკები, 1,5 წლის განმავლობაში ყოველდღიურად 4-5 ჩანაწერის გაკეთება ბოლო-ბოლო გღლის. მეც ასე დამემართა.

    თუმცა მე მგონი გამოსავალი ვიპოვნე.

    ეფლის თემატიკა დარჩება, არსად არ წავა. და მას დაემატება შემდეგი:

    • Delphi
    • Drupal
    • Google Optimization
    • Localization
    • WordPress

    დელფი ჩემი ძველი სიყვარულია, შევეცდები თუ დიდი სტატიები არა, ძირითადი სიახლეები მაინც მოგაწოდოთ. დრუპალით ამ მცირე ხნის წინ დავინტერესდი, როდესაც ერთ-ერთი პროექტისათვის დამჭირდა უნივერსალური CMS-ი (Content Management System). გუგული დეიდასთან (ასე ვეძახით მოფერებით) ნებისმიერემა ბლოგერმა (და არა მარტო ბლოგერმა) უნდა იმეგობროს, თუ უნდა, რომ მისი საიტი ძებნის შედეგებში რაც შეიძლება მაღლა გამოჩნდეს. ლოკალიზაციაზე რა გითხრათ? ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი თემაა. უახლოეს ხანებში დაგეგმილია მაკისათვის რამდენიმე მცირე პროგრამის და სამარჯვის (Tool) ლოკალიზაცია. ავიღებთ უფასო პროგრამებს ძირფითადში, ხოლო თუ კომერციული პროგრამა იქნება, შევეცდებით მოველაპარაკოთ ავტორებს. ვორდპრესზე მთელი რიგი სტატიები იქნება, სადაც მოგითხრობთ მისი გამართვის და ოპტიმიზაციის ხრიკებს.

    აი ეს გახლავთ პირველადი მონახაზი. როგორც ხედავთ, წლის ბოლომდე ძალიან ბევრი საინტერესო თემა გველის. :)

  • YouTube და სხვები

    ბლოგში დავამატე YouTube-ის და სხვა ჩადგმადი ვიდეო ჰოსტინგების მხარდაჭერა.

    ახლა გამოვცადოთ:

    [youtube]http://www.youtube.com/watch?v=F1GLOXfF5Fk[/youtube]

    მმმშვენიერია!

  • საბანკო დღე

    მოკლედ, გუშინ დიდი საბანკო დღე მქონდა.

    სამი ბანკი მოვირბინე. ერთში (სტანდარტ ბანკში), ანგარიშზე ფული შევაგდე, ამაზონზე საყიდლებისათვის (უკვე შევუკვეთე, აი ეს: Western Digital My Passport). მეორეში (პროკრედიტ ბანკში) ანაბარი გავხსენი და ამის გარდა ვიზა კლასიკი შევუკვეთე, რომელიც სამ კვირაში ჩამომივა და თუ ერთმა ექსპერიმენტმა გაამართლა, ებაიზე ვაჭრობის საშუალებას მომცემს ;) და ბოლოს საქართველოს ბანკში ორანჯის განახლებაზეც მოვასწარი მისვლა და საქმის მოგვარება. ახლა ვზივარ და 2 საათი ფორუმზე ხალხს ვუხსნი, თუ რატომ არ შეიძლება პირატული პრდუქციის გამოყენება. სასაცილოა, ანბანური ჭესმარიტებების ახსნა რომ მიწევს!

    თუმცა ამაზე არაა ჩემი დღევანდელი ჩანაწერი. უფრო სწორედ, ეს შესავალი იმისათვის დამჭირდა, რომ რამდენიმე დღეში შემოგთავაზოთ ისეთი პროგრამები, რომლებიც ჩვენს საყვარელ პლათფორმაზე საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ საოჯახო ბუღალტერია, დავითვალოთ შემოსავლები, დავინახოთ ხარჯები სხვადახვა ჭრილებში და ა.შ.

    ეს ორი დღეა ვზივარ და ვარჩევ საოჯახო ფინანსების წაყვანის პროგრამებს. შედეგებს რამდენიმე დღეში შემოგთავაზებთ.

  • ერთი პაწია განახლება

    საიტის სანავიგაციო პანელში დავამატე აიფონის პროგრამების მაჩვენებელი ვიჯეტი.

    ამიერიდან შეგეძლებათ მუდმივად საქმის კურსში იყოთ აიფონის ბოლოს გამოშვებული პროგრამების შესახებ. :)