Category: ბლოგის სიახლენი

  • დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია ტვიტერის ქსელში

    დღეიდან გადავწყვიტე მოვახინო ჩემი ბლოგის ტრანსლირება ტვიტერის ქსელში. მოგეხსენებათ, ტვიტერი სულ უფრო პოპულარული ხდება, რატომაც არ უნდა ჩავერთოთ ჩვენც ამ ფერხულში? :)

    ამ ტესტური ჩანაწერით შევეცდებით დავიწყოთ!

    ჰო მართლა, ჩემი ტვიტერის მისამართია : http://twitter.com/delphiknight

  • ბლოგი ისევ მუშაობს!

    4 თვე და 9 დღე… 129 დღე… 3 096 საათი… 185 760 წუთი… 11 145 600 წამი…

    დროის ათვლა ნებისმიერი სახით შეიძლება, ვის როგორ ურჩევნია. ჩვენი ბლოგი ზუსტად ამდენი ხანი იყო გაჩერებული, თუ გნებავთ, გაყინულიც კი.

    ამის მრავალი მიზეზი არსებობს. ომი, სამსახურში კატასტროფულად ბევრი საქმე, ჯანმრთელობის გაუარესება…

    მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, 2008 წლის 4 სექტემბერს (ბლოგის დახურვის დღე), მე მივხვდი რომ მეტი ერთი ბწკარის დამწერიც კი არ ვიყავი. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც უყვარს თავისი საქმე, დგება მომენტი, როდესაც საყვარელი საქმე შეიძლება წამებად იქცეს. გამოსავალის ორი გზა არსებობს, ან უნდა გაეცალო, ან ნებისყოფის კატასტროფული დაძაბვის ხარჯზე კვლავ და კვლავ აკეთო ერთიდაიგივე, შედეგად საყვარელი საქმე სამუდამოდ შეგზიზღდება. მე პირველი ვარიანტი ვარჩიე და ვფიქრობ არ შევცდი.

    მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, ჩვენი ბლოგი ანახლებს მუშაობას. ადრე, სტაჟიან მკითხველებს ემახსოვრებათ, ყოველ დღე 5 ახალი ჩანაწერი კეთდებოდა. ამიერიდან ცოტა სხვანაირად იქნება. ყოველდღე (შესძლოა რამდენიმე დღეში ერთხელ), დაიდება ან საავტორო სტატია, ან ცნობილი უცხოელი ავტორის სტატიის თარგმანი, რაღათქმაუნდა მაკის სამყაროს გარშემო. თუმცა არაა გამორიცხული, რომ სხვა პლათფორმებსაც გადავწვდეთ. მაგალთად ახალი წლიდან მოყოლებული სამსახურში აქტიურად ვტესტავ Windows 7-ს, Microsoft-ის ახალ პროდუქტს, რომელიც ყბადაღებული Vista-საგან განსხვავებით გაცილებით უკეთ გამოიყურება, ნაკლებ რესურსებსაც ჭამს და მიუხედავად ბეტა ტესტირების სტადიაში ყოფნისა, ნაკლებადაც “იქრეშება”. ;)

    მაშ ასე, დავიწყეთ! :)

    Still Alive ;)

  • ჩემი ახალი Macbook Pro!

    ჩამოვიდა!

    როგორც იქნა ჩამოვიდა ჩემი ახალი, რომ იტყვიან, „ზიზია“ Macbook Pro!

    წესით, ჯერ კიდევ 14 ივნისს უნდა მქონოდა. მაგრამ გარემოებათა გამო ეს ვერ მოხრეხდა. არაუშავს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! თანაც, ერთი მარტივი, მაგრამ საინტერესო ფანდით მოხერხდა ტექნიკის შეძენა
    Amazon.com-ზე, მერე მისი თბილისში ჩამობრძანება და როგორც წესი და რიგია, განბაჟება. მართალია, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სამწუხარო ამბების გამო ტვირთის ჩამოსვლამ ერთი კვირით დაიგვიანა (ელემენტარულად ყველა რეისი შეჩერდა, გარდა განსაკუთრებულებისა), მაგრამ ამასაც გავუძელით ოლიმპიური სიმშვიდით და ეხლა ზუსტად ახალი კომპიუტერიდან ვწერ ამ სტრიქონებს. ერთი შემიძლია ვთქვა, ჩვენი საბაჟო გასაყრელია დედა-ბუდიანად! მთელი დღე დავკარგე განბაჟებაზე! ვიღაცა ვიგინდარა ხელქვეითის გამო! კარგ, კანდაბას მაგისი თავი და ტანი!

    მოკლედ, დღეიდან ბლოგი ისევ იწყებს ფუნქციონირებას. კვლავინდებურად ყოველდღიურად შემოგთავაზებთ სიახლეებს ვაშლოვანის ნაკრძალიდან. ამასთან ერთად ამ მცირე სტატიით საფუძველს ვუყრი ახალ მიმართულებას – ყოველდღიურად დავწერ, თუ როგორ, რაში და რანაირად ვიყენებ ახალ Macbook Pro-ს. შევეცდები დეტალურად ავღწერო სასარგებლო და აუცილებელი პროგრამები, ოს-ის საკუთარი თავისათვის მორგების ხრიკები და სხვა მრავალი.

    როგორც ღირსი სტეფანე იტყვის: Stay Tuned! :)

  • ბლოგის შესახებ

    მეგობრებო, ბლოგი დროებით წყვეტს მუშაობას. 15 აგვისტომდე. :(

    სამსახურში ვარ ძალიან დაკავებული, რის გამოც ბლოგს სათანადო ყურადღებას ვერ ვუთმობ.

    სულ მალე ისევ განვაგრძობთ მუშაობას! ;)

  • მე-1000 ჩანაწერი და პატარ-პატარა სურპრიზები!

    სალამი მეგობრებო!

    დღეს ჩვენს ბლოგს პატარა იუბილე აქვს. ის 1 წლის გახდა და ეს მე-1000 ჩანაწერია! ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენს ბლოგზე Apple-ის არაჩვეულებრივი პროდუქციის შესახებ უამრავი რამ ითქვა და დაიწერა. შეძლებისდაგვარად ვცდილობდით დაგვეკმაყოფილებინა თვქენი ინტერესი ამ თემის გარშემო. თუ როგორ შევძელით, ეს თქვენი გადასაწყვეტია. იმედს ვიტოვებთ, რომ კვლავაც დარჩებით ჩვენი ბლოგის ერთგული მკითხველი. ჩვენ ხომ მხოლოდ იმისთვის ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად შევძლოთ თქვენი ინტერესის და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება!

    ჰო! გვაქვს პატარა სიახლე-სურპრიზი! 2 დღეა, რაც დავარეგისტრირეთ ახალი დომენი: http://www.appstore.ge აქ კეთდება iPhone-ის პროგრამული უზურნველყოფის სრული კატალოგი, ინდივიდულაური რეპოზიტარიუმების შექმნის შესაძებლობით. თქვენ აღარ დაგჭირდებათ ინტერნეტში საჭირო რეპოს ძებნა! ამას ჩვენ გავაკეთებთ და ყოველდღე შემოგთავაზებთ უახლეს პროგრამებს, თქვენ კი შეძლებთ მათ დაყანებას თქვენს ტელეფონში!

    მაშ ასე, დოქტორი დელფიუსი და კო. განაგრძობს თავის მუშაობას!